LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანი: ძალიან საინტერესო პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში

10

19 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს სოფო გელოვანი სტუმრობდა, რომელმაც ახალი სიმღერა „ასე არასდროს“ წარმოადგინა.

– როგორ დაიწერა ახალი სიმღერა „ასე არასდროს“?

– ოთარ ჭილაძის არაჩვეულებრივი ლექსი „ასე არასდროს არ მყვარებია“ წავიკითხე, ძალიან მომეწონა და მელოდიაც თავისით მოვიდა, რომელიც მიშა მდინარაძეს მოვასმენინე და ცხოვრებაში პირველად სწორედ მისი დახმარებით დავწერე სიმღერა. მართალია, ახალი კომპოზიცია ჟანრობრივად აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი სხვა ნამუშევრებისგან, მაგრამ თვითონ ძალიან მომწონს. საერთოდ, მუსიკოსმა სწორად ის უნდა წეროს, რაც თვითონ სიამოვნებს და არასდროს იფიქროს, რამდენად მოეწონება ხალხს ან კომერციულად რამდენად მომგებიანი იქნება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პერიოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან  2018 წელს მთლიანად ახალ პროექტზე მუშაობას დავუთმობ.

– ახალი წლის ღამეს რა გეგმები გაქვთ?

– ახალი წლის დადგომას ყველას ცენტრალურ კონცერტიდან მივულოცავ.

– განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

– ძალიან მწყდება გული, რადგან ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ დღესასწაულის ოჯახთან და ბავშვებთან ერთად აღნიშვნას. ძალიან მიყვარს ახალი წელი და ყოველთვის პატარა ბავშვივით ველი. წელს ნაძვის ხის მორთვა ბავშვებს მივანდე და მართალია, ზედმეტად ჭრელი გამოვიდა, მაგრამ თვითონ ძალიან მოსწონთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები