სოფო ნიჟარაძე: “ოქროს ტალღა ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემთვის”

სოფო ნიჟარაძე: “ოქროს ტალღა  ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემთვის”

“ძალიან დაფასებულები ვიყავით. საქართველომ პირველად მიიღო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე მონაწილეობა. „Daf Bama Music Awards“ ეს ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელი ძალიან ბევრ მომღერალს მასპინძლობდა; საქართველოდან მე ვიყავი წარმომადგენელი და სტეფანე, რომლის პროდიუსერობით და ძალიან დიდი ძალისხმევით შედგა ყველაფერი; ვარსკვლავური დახვედრა მოგვიწყვეს; გათვლილი იყო ყოველი წამი; ლიმუზინით დავათვალიერეთ ულამაზესი ჰამბურგი; ძალიან ემოციური იყო. “BEST GEORGIAN ACT” – ვიდრე ამ ნომინაციაში გავიმარჯვებთი, დიდი ხანი მიმდინარეობდა გამოკითხვა. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მანებივრებდნენ და წერდნენ “#DAFBAMA2017SofiaNijharadze; ნომინაციაზე ბევრი ვარსკვლავი იყო წარდგენილი; რაც 25 ნოემბერს ეხება – ფაქტობრივად ეს ჩემი პირველი სოლო საღამო იქნება, “ბუდა ბარში”. პროგრამაში ყველა ის სიმღერაა თავმოყრილი, რომელიც ამ დრომდე შემისრულებია; საღამოს მონაწილე, როილთან ლევან ჩხაიძე და ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი კვარტეტი იქნება; ვფიქრობ, ქართული სიმღერებით სასიამოვნო გარემო შეიქმნება; რეპერტუარში რამდენიმე უცხოურენოვანი სიმღერაც მაქვს; ახალ სიმღერაზე ბევრს ვფიქრობ და მინდა კარგი გამოვიდეს; ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებზე ვფიქრობ. არ მინდა წინასწარ დავაანონსო; რადიო “ფორტუნა” ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემთვის; რადიო “ფორტუნას მიერ ორგანიზებული მუსიკალური დაჯილდოება “ოქროს ტალღა“, რომლის წლის გამარჯვებულიც გავხდი, როგორც საუკეთესო შემსრულებელი, ქალი; ოქროს ტალღის ქანდაკება გვერდზე უდევს “DAF BAMA“-ს”

რადიო “ფორტუნას” ეთერში სოფო ნიჟარაძემ ევროპული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიისა და ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვების შესახებ ისაუბრა. ქართველი მომღერალი “ფორტუნას” მსმენელთან მალე  რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერით წარდგება.

21 ნოემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები