სოფო ნიჟარაძე რადიო „ფორტუნაში“ სიმღერის პრემიერით – „სულ დაპირებებში ვარ…“

სოფო ნიჟარაძე რადიო „ფორტუნაში“ სიმღერის პრემიერით  – „სულ დაპირებებში ვარ…“

სოფო ნიჟარაძე რადიო „ფორტუნას“ სტუმრობდა, ნიკა კაციას გადაცემაში „ლიმონი“ მან ძველი სიმღერის ახალი ვერსია წარადგინა – „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“ მომღერალმა საინტერესო ინტერპრეტაციით შეასრულა.

სოფომ „ფორტუნას“ ეთერში საკუთარ შემოქმედებით გეგმებზეც ისაუბრა.

სოფო ნიჟარაძე:

ახლა ძიების პროცესში ვარ, მინდა, განსაკუთრებული და საინტერესო იყოს. დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩაივლის ახალი წელი და იმედი მაქვს, კარგი წელიწადი იქნება ყველასთვის, მათ შორის, ჩემთვისაც. მგონია, რამდენიმე კარგი ვარიანტი მაქვს, გაზაფხულისკენ მინიმუმ ერთ სიმღერას მაინც შევთავაზებ მსმენელს. ძალიან ბევრს მეკითხებიან, მათ შორის, პირადშიც მწერენ, როდის გააკეთებ ახალსო. სულ დაპირებებში ვარ, მგონი, იმედს ვუცრუებ მსმენელს, რომ ამდენს ვალოდინებ, მაგრამ ძალიან მალე იქნება სიახლეები, კიდევ ერთხელ გპირდებით…

სოფომ ასევე ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც როგორც წამყვანმა, მიიღო „რუსთავი 2“-ის საახალწლო კონცერტის გაძღოლისას – „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა იყო ჩემთვის, არასდროს არაფერი წამიყვანია, ურთულესი ყოფილა. გიორგი გაბუნია ისეთი პროფესიონალია, მის გვერდით კიდევ უფრო მეშინოდა, არ გამოჩენილიყო, რომ ეს საქმე არ ვიცი (იღიმის). ბევრი უარის შემდეგ, ნიკა გვარამიასგან ზეწოლა იყო, რომ დავთანხმებოდი და წამეყვანა გიორგისთან ერთად. მასთან ბევრჯერ მიმუშავია, პირადი ურთიერთობაც მაქვს, თბილი და ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ წამყვანი ვყოფილიყავი. მან აიღო საკუთარ თავზე,  – თუ რამე გამიჭირდებოდა, მყავდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს დიდი ნერვიულობა ახლდა, ჩაიარა ისე, თითქოს არც არაფერი…“

რაც შეეხება სიმღერას , როგორც სოფომ აღნიშნა, „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“-ს ჩაწერა ცოტა დააგვიანდა, მაგრამ გამოცდილების შემდეგ ის სხვანაირად ჟღერს – „ამდენი წელი რომ გავა და ამდენ რაღაცას რომ გადაიტან, გამოცდილებას ვგულისხმობ, თითქოს ახალია, იმდენად სხვა ემოციებით ასრულებ თუნდაც კარგად დავიწყებულ ძველს…“

გადაცემის ლაივი

სოფო ნიჟარაძე სიმღერის რადიოპრემიერით სტუმრად რადიოში "ფორტუნა"

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on 2018 წლის 15 იანვარი, ორშაბათი

 

 

15 იანვარი, 2018

სხვა ჩანაწერები