LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება

6

7 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე სტუმრობდა.

– გიორგი, თქვენი მოღვაწეობა ყოველთვის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამჯერად რა სიახლეები გაქვთ?

– პირველ რიგში მინდა ავღნიოშნო, რომ სომხეთში, ეროვნულ და სამეცნიერეო  უნივერსიტეტებში ქართული წიგნის ორი კუთხე იხსნება. გარდა ამისა, კომპანიამ „თრეველ-სტუდიომ“ შესანიშნავი პროექტი წამოიწყო, რაც მწერლებთან ერთად მოგზაურობას ითვალისწინებს. ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და მწერლებთან ერთად მოგზაურობას ითვალისწინებს. კიდევ ერთი სიახლე ფონდს „გურული დღიურები“ ეხება – მეგობრების ინიციატივით და მსურველთა შემოწირუულობებით ფონდის დაფუძნება გადავწყვიტეთ, რომელიც განათლების სფეროში გეგმავს ინვესტიციის ჩადებას.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები