LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპექტაკლი „რვა სეანსი“ – თამამი სცენები, ძალადობა და ნაცნობი ტექსტები

11

6 დეკემბერს, რადიო „ფორტუნას“ გადაცემამ „არტ-FM“ თიკო სადუნიშვილს და გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს უმასპინძლა, რომლებმაც სპექტაკლზე „რვა სეანსი“ ისაუბრეს.

პროექტი „რვა სეანსი“ ფრანგული ექსპერიმენტული თეატრის მოდელია, რომელიც რეალურ ისტორიებსა და ინტერვიუებს აერთიანებს. სპექტაკლის ძირითადი თემებია: ჰომოფობია, ფემიციდი, შიდსი, სექსუალური ადიქცია, სუიციდი, ტერორიზმი, პროსტიტუცია და თვალთვალი, რომლებზეც ფსიქო-თერაპევტთან სეანსზე მისული რვა პერსონაჟი საუბრობს.

საერთაშორისო პროექტი 2016, 2017და 2018 წლებში მსოფლიოს რვა ქვეყანაში, სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფებთან ერთად განხორციელდება, ერთ-ერთი პირველი კი, საქართველო იყო. პრემიერა სექტემბერში, ღამის კლუბში „ხიდი“ შედგა.

– ერთი შეხედვით, ძალიან უცნაიური და ცოტა საშიში პროექტია. როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა არის სპექტაკლის მთავარი მესიჯი?

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო:

– პროექტი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. ჩემთან ერთად,  არგენტინელი დრამატურგი ვერონიკა დოინელი მუშაობდა. პირელ ეტაპზე სპექტაკლმა რვა სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მსახიობი გააერთიანა, მოგვიანებით  დასი დაიშალა და რვა ქვეყანაზე განაწილდა. ციფრს „რვა“-ს  არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ რვა ისტორიაა თავმოყრილი. თვითონ პროექტის კონცეფცია გულისხმობს, რომ სპექტაკლი სხვადასხვა ჯგუფთან ერთად უნდა განხორციელდეს და ყველა ქვეყანა მისთვის მნიშვნელოვან თემაზე გააკეთებს აქცენტს. ქართულ ვერსიაში,  რომელიც სექტემბრის თვეში წარმოვადგინეთ თვალთვალის თემა წამოვწიეთ წინა პლანზე და სხვათაშორის, მაყურებელსაც ვუთვალთვალებდით. ამჯერად ახალი თემა – ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა შევარჩიეთ და ახალი ისტორიები დავამატეთ, უცხოელი მსახიობები კი, – თიკო სადუნიშვილმა და ბაჩო ჩაჩიბაიამ შეცვალეს.

თიკო სადუნიშვილი:

– ამ სპექტაკლით ჩემი თეატრალური დებიუტი შედგა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და ნებისმიერ საინტერესო შემოთავაზებას ვთანხმდები. ძალიან საინტერესო პროექტია, მითუმეტეს, რომ თემაც  აქტუალურია. მთელი მსოფლიო ღიად საუბრობს ამ პრობლემებზე, საქართველოში კი, რატომღაც ვერიდებით. თუმცა, იმედი მაქვს, მალე ისინიც გამოფხიზლდებიან ვისაც ეს პრობლემა პირადად არ შეხებია და უფრო სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხებით.

– ვინ არიან თქვენი პერსონაჟები და როგორ მოირგეთ როლები?

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო:

– ჩემი პერსონაჟი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ფსიოქო-თერაპევტი –  ლიდერის, როგორც ერთგვარი სტრუქტურის განსახიერებაა, რომელიც მართალია არ არსებობს, მაგრამ მაინც არსებობს, მანიპულირებს ადამიანებით, მათი ცხოვრებით, ისტორიებით და სწორედ ამ ინფორმაციის გამოყენებით ატარებს საკუთარ ექსპერიმენტებს.

თიკო სადუნიშვილი:

– ჩემო პერსონაჟი ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. საქართველოში ძალიან ბევრია ასეთი ისტორია, თემა კი, მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ასე რომ, როლის მორგება ნამდვილად არ გამჭირვებია.

– თქვენთან ერთად ვინ მუშაობდა სპექტაკლის შექმნაზე?

თიკო სადუნიშვილი:

– პირველად სპექტაკლი დარბაზიდან, მაყურებლის ამპლუაში ვნახე და ძალიან მომეწონა. კარგი მუსიკალური გაფორმება და განათება აქვს, რომელზეც ჯარა მამალაძემ იმუშავა.

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო:

– სპექტაკლის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილია, მუსიკაზე, რომელიც სპეციალურად  სპექტაკლისთვის დაიწერა ტუსია ბერიზე და ნიკა მაჩაიზე მუშაობდნენ, მთავარ როლებს კი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობები ასრულებენ. აუცილებლად უნდა ავღნიშნო ღამის კლუბი „ხიდი“, რომელიც ერთი ღამით კლინიკად გადაიქცა და ყველა ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება მოგვცა.

– საინტერესოა, იქნება თუ არა სპექტაკლში ე.წ. „თამამი სცენები“ და რამდენად დაექვემდებარა ცენზურას?

თიკო სადუნიშვილი:

– რამდენიმე თამამი სცენა მართლაც იქბნება და ერთ-ერთში მეც მივიღებ მონაწილეობას.

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო:

– სპექტაკლში თამამი სცენებიც იქნება, ძალადობაც და ნაცნობი ტექსტებიც. ევროპაში აქცენტი ძირიტადად  ქორეოგრაფიასა და პლასტიკაზე კეთდება, ჩვენ კი, კლასიკური სპექტაკლი თეატრის სცენიდან ალტერნატიულ სივრცეში გადავიტანეთ და ყველა ისტორია ყოველდღიურ, მარტივ ენაზე მოვყევით. ვფიქრობ სპექტაკლი ყველამ უნდა ნახოს, რადგან მისი მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა –  ჩვენ კითხვებს ვსვამთ, მაყურებელმა კი, თვითონ უნდა მოძებნიოს პასუხი. ზოგადად, ხელოვნებაც ხომ იმისთვისაა, რომ  გადმოსცეს ყოველდღიური რეალობა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები