LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილი: “ჩემი მუსიკა ადაპტირებულია იმაზე, რომ იგულაონ ბოლომდე”

“31 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტი ასმაგი პასუხისმგებლობაა; უფრო სერიოზულად ვემზადებით ამ ყველაფრისთვის; მთავარი ის არის, რომ “სფეის ჰოლში” უკვე ჩაგვიტარებია კონცერტი და უკვე დამატებით სიურპრიზებს ვამზადებთ. მთავარი ის იქნება, რომ ვისაც სად უნდა იქ შეხვდება ახალ წელს. ჩემი კონცერტი იწყება ორზე და მთავრდება ისეთ დროს, რომ მერე კლუბებში  შეუძლიათ გააგრძელონ; ახალი სიმღერები იქნება, რა თქმა უნდა, დამატებული. მუსიკოსები უფრო მეტი და სცენაზეც რაღაც შეცვლილი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს არაჩვეულებრივი ახალი წელი; სანახაობითი იმ მხრივ იქნება, რომ ჩემი მუსიკოსები ხომ გიჟები არიან ყველა და ისინი უკვე სანახაობაა; შუქი იქნება დამატებული, ხმა და სხვა; მუსიკოსები, რომლებთანაც ვთანამშრომლობ – პაატა ანდრიაძე (კლავიში); ლევან დეისაძე (ბასი); უჩა მეტრეველი (გიტარა); ზაზა ცერცვაძე (დრამი); ტყუპები – გიორგი, დათო შამანაურები (საყვირი); ნიკა ლაზარიაშვილი, მარიამ მახაშვილი, ანი ბახტაძე (ბექვოკალი) და გვაჯი – გიორგი გვარჯალაძე (ხმა);  ჩემი პროგრამა წარმატებულიც იმიტომ არის, რომ ძირითადად. 99.9% ჰიტებისგან შედგება; მე სპეციალურად ვაპარებ ისეთ სიმღერებსაც, რომელიც არ არის ჰიტი, მაგრამ ცოტა დოზით; ხალხს უყვარს გართობა. ჩემი მუსიკა ადაპტირებულია იმაზე, რომ იგულაონ ბოლომდე; იმედია ამ წელსაც რომ მაგრად შევხვდებით მომავალიც მაგარი იქნება; რაც ეხება საახალწლო სიურპრიზს, შვილისთვის – ძალიან სასაცილო გოგოა; მე მითხრა, რომ თოვლის თოვლის ბაბუის არ მჯერაო და ძაან მაგარი სიურპრიზი უნდა გამიკეთოო. ოღონდ, წიგნი, ტანსაცმელი და თოჯინა არ მაჩუქოო. ვფიქრობ, რა უნდა ვაჩუქო” – რადიო “ფორტუნას” ეთერში მუსიკოსმა და პროდიუსერმა, სტეფანე მღებრიშვიმა 31 დეკემბრის საახალწლო კონცერტსა და შვილისთვის საახალწლო სიურპრიზზე ისაუბრა.