LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილი: „ისე ვემზადები როგორც არასდროს, 20 წლის განმავლობაში, ჩემი პირველი სოლო კონცერტია დიდ საკონცერტო დარბაზში”

3

გადაცემის ლაივი LIVE

22 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  მუსიკოსი, „ოქროს ტალღა 2017”-ის გამარჯვებული, „წლის სიმღერის” მთავარი ჯილდოს მფლობელი, სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა,  მან  7 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ სოლო კონცერტზე ისაუბრა.

ვისაუბროთ შენს უახლეს ნამუშევარზე – „შენთან მოვდივარ”, საინტერესოა ვინ გადაიღო კლიპი და ვინ  მონაწილეობს მასში ?

მე მიმაჩნია, რომ ამ კლიპში ყველაზე ლამაზი ადამიანები იღებენ მონაწილეობას,  კლიპის მთავარი რეჟისორი ჯიჯი რეჯინია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან შედგა ეს თანამშრომლობა, სიმღერა ჩემი დაწერილია. ჯერ ჯერობით ნელა მიდის კლიპის გაზიარებები, რადგან ვერ გაიგეს კლიპი სრულად, ვერ „დაამუღამეს”, ნელ-ნელა შედის ტრენდშიც ეს სიმღერა. თითქოს ელექტროა, მაგრამ რაც გვესმის ყურში ყველაფერი ცოცხალია, ნიკოლოზ რაჭველის წარმოდგენილი სიმებია. დაახლოებით თვენახევარი ვაკეთებდით ამ სიმღერას, ვათენებდით და ვაღამებდით რომ ეს საუნდი მიგვეღო, ცოცხალი ინსტრუმენტებით დაგვეკრა ზუსტად ისე, რომ ელექტრონული ჟღერადობა გგონებოდათ.

ყველაზე მთავარი და ცხელი ამბავი – 7 ივნისის კონცერტი, დიდი საკონცერტო დარბაზი, სტეფანე, რას  შევთავაზებთ მსმენელს და მაყურებელს?

სტეფანე მუსიკოსებთან ერთად, ეს ის მუსიკოსები არიან, ვისაც მართლა მთელი ცხოვრება ვეძებდი, ყველაზე მაგრები არიან და არ მერიდება ამის თქმა. უფრო დიდი შემადგენლობით ვიქნებით, უფრო ბევრნი. მიუხედავად იმისა რომ ბევრი სოლო კონცერტი  და კორპორატიული საღამო ჩავატარეთ, განსაკუთრებულად ვემზადებით, მაინც ვღელავთ, ადაპტაციას ვაკეთებთ და ვითვალისწინებთ იმას, რომ ფილარმონიაში ადამიანები იჯდებიან და მორგებული გვაქვს ამ ფორმატისთვის საათნახევრიანი პროგრამა. რა თქმა უნდა იქნება ახალი სიმღერები. მართლა ისე ვემზადები როგორც არასდროს, რადგან 20 წლის განმავლობაში ეს არის ჩემი პირველი სოლო კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში.

ყოველთვის ვერიდებოდი ხოლმე  და ახლა „ჩექ ინ ჯორჯია”-ს ფარგლებში ასე გადაწყდა, რომ სწორედ ფილარმონიაში უნდა ჩატარებულიყო სოლო კონცერტი.

მოგვიყევი უახლოეს გეგმებზე, სად მიემგზავრება სტეფანე და ზაფხულშიც თუ იქნება შენი სოლო კონცერტი?

ზაფხულში კონცერტი იქნება მხოლოდ 3 აგვისტოს, დიდ სივრცეში, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი სად გაიმართება. მე ასე გადავწყვიტე, რომ აღარ ვაკეთო ხშირად კონცერტები და მქონდეს ხოლმე მხოლოდ დიდი აუდიტორიისთვის, რადგან უფრო მორგებული მაქვს პროგრამა.  7 ივნისის სოლო კონცერტის შემდეგ ძალიან დიდი ხანი აღარ მექნება ოფიციალური კონცერტი თბილისში, პაუზა უნდა ავიღო, რადგან ძალიან აქტიურად ვჩანვარ ეკრანზე, დასასვენებლად წავალ სავარაუდოდ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები