LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერ პოპუარული ჰიტი, რომელიც ვერც ერთმა პოპულარულმა მუსიკოსმა ვერ გადაამღერა

“Daddy Don’t Get Drunk on Christmas Day”/“მამა, არ დათვრე შობის დღეს“ – თავდაპირველად ასე ერქვა სიმღერის სამუშაო ვერსიას, რომლის შექმნის პროცესშიც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის, მსოფლიო ჰიტი გახდებოდა. Happy New Year შვედური ჯგუფის, აბბას სავიზიტო ბარათია.

ალბომიდან Super Trouper ეს ერთ-ერთი სიმღერაა,  რომელიც ბენი ანდერსონმა და ბიორნ ულვაესმა ბარბადოსში დასვენებისას დაწერეს. ვოკალის მთავარი პარტია კი აგნეთა ფალტსკოგმა შეასრულა. თავიდან კომპოზიტორებმა მუსიკალური ნაწარმოები მიუზიკლის შემადგენელ ნაწილად წარმოიდგინეს, რომელიც აუცილებლად ახალი წლის ღამესთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. იდეა ბიორნსა და ბენის კუნძულის თავზე ყოფნისას, თვითმფრინავში გაუჩნდათ. დასასვენებლად ჩასულებს, კომიკოსი ჯონ ქლისი შეხვდათ, რომელმაც შეთავაზებაზე, მიუზიკლისთვის სცენარი დაეწერა, უარი თქვა. ავტორებს ბევრი არ უფიქრიათ და იდეა მუსიკალური წარმოდგენისთვის ერთ სიმღერად აქციეს.

პოპულარული სიმღერა ოთხმოციან წლებში ჩაიწერა. ინგლისურენოვანი ვერსია კი სინგლის სახით ოთხმოცდაათიანებში გამოვიდა და ჰიტმა  შვედურ მუსიკალურ ჩარტში 34-ე,  ჰოლანდიურში- მე-15, გერმანულში კი – 75-ე პოზიცია დაიკავა. გილოცავთ, ესპანურად ასე ჟღერს ”ფელისიდად”  – სწორედ ამ სახელწოდებით ცნობილი ჰიტი არგენტინის მუსიკალურ ჩარტებში წამყვან პოზიციებს არ თმობდა.

Happy New Year ახალი მილენიუმის აღსანიშნად შვედურმა ჯგუფმა ჩაწერა რის გამოც A-Teens/ეი თინზი იძულებული გახდა ტექსტი შეეცვალა და მესამე სტროფში ოთხმოციანების დასასრულის მაგივრად ოთხმოცდაათიანი წლების დასასრულზე ემღერა. ჰიტის ამ ვერსიამ შვედურ ჩარტებში მეოთხე, ფინეთში კი მეთორმეტე  პოზიცია დაიკავა. სინგლი მსოფლიოს მასშტაბით არ გავრცელებულა და ის მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში ჟღერდა.  სიმღერა, რომელიც რამდენჯერმე  გამოიცა კრიტიკოსების აზრით უკვდავი ჰიტია და ის პოპულარობას არასდროს დაკარგავს.

მსოფლიო ჰიტს ძირითადად ევროპელი მომღერლები ასრულებენ და მათი სახელები ნაკლებად არის ცნობილი.

მაიქლ ბოლი, ტარია ტურუნენი, ეი თინზი ეს იმ შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია ვის ქავერ ვერსიებსაც ყველაზე იოლად მიაგნებთ. მიუხედავად იმისა, რომ Happy new Year მსოფლიოს მასშტაბით არის პუპულარული და არ არსებობს კარაოკე ბარი სადაც ეს ჰიტი არ შესრულებულა, ფაქტია – იშვიათად წააწყდებით ქავერს, რომლის ავტორიც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია. ალბათ სწორედ ამიტომ, საახალწლო ჰიტის პირველივე ნოტების მოსმენისას, მელომანებს მხოლოდ ჯგუფი აბბა ახსენდებათ.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

 

https://www.youtube.com/watch?v=BKv443j_C5M