LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი კვების ორი ქსელი, შესაძლოა, გაერთიანდეს

6

პს “მასტერფუდი” რამდენი ხანია, რაც სწრაფი კვების ბაზარზეა წარმოდგენილი და რა არის თქვენი მთავარი მიმართულება
– შპს „მასტერფუდი“, რომელიც ბაზარზე ცნობილია “შაურმა ქლაბის” სახელით, 2015 წლის ივლისიდანაა და  ჩვენი მთავარი მიზანია, სუფთა და კომფორტულ გარემოში სწრაფი პროდუქტის მიღება.

რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად შაურმის მიმართულება, ვხედავთ, ბაზარზე დიდი კონკურენციაა, რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა, როგორ უწევთ კონკურენციას ბაზრის სხვა მოთამაშეებს
– რადგან შაურმა ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი გახდა, ჩვენ  განსხვავებული რამ შევთავაზეთ, ანუ ეს   არის კაფე, ადგილი, სადაც მნიშვნელოვანია კომფორტი, დიზაინი, wi-fi, სასიამოვნო მუსიკა, ფილიალებიც  ადვილად  მისადგომია მომხმარებლისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კრიტერიუმებით  კონკურენტებზე წინ ვართ.

როდესაც პროდუქციის ხარისხზე საუბრობთ, უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ, რა არის მაღალი ხარისხის მთავარი გარანტორი
-ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენი კომპანია ეწევა თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ხორცპროდუქტების რამდენიმე ეტაპად გადამუშავებას. ეს პროდუქტი საცალო ქსელში განაწილებამდე სტანდარტებით გათვალისწინებულ ხარისხის კონტროლს გადის

როგორც ვიცი, წამახალისებელი აქციებიც გაქვთ, კონკრეტულად რა შეთავაზებებია
-წახალისებელი შეთავაზებები აუციელებელია, როცა გინდა, რომ კომპანია წარმატებული იყოს. ამ ეტაპზე  გათამაშება გვაქვს, სადაც ფულადი პრიზები, შაურმა ქლაბის ვაუჩერები, საგზური და ასევე ავტომობილი თამაშდება.

რა ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს კომპანია
– ვგეგმავთ თბილისის ყველა რაიონში ფილიალის გახსნას, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი                            პროდუქტი, ასევე თემატური კაფეების გახსნასაც ვაპირებთ, სადაც სხვა პროდუქციაც იქნება წარმოდგენილი. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ მსხვილ საშაურმესთან შეძენის თაობაზე. ამ ეტაპზე კომპანიას  ვერ დავასახელებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები