LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩხეიძე: “წლევანდელი კვირეული ძალიან მრავალფეროვანი და გამორჩეული იქნება”

4

328 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ს სტუმარებმა თაკო ჩხეიძემ და ანანო დოლაბერიძემ თბილისის მოდის კვირეულზე ისაუბრეს, რომელიც 19-23 აპრილს გაიმართება.

– თაკო, რას შესთავაზებთ წელს მოდის მოყვარულებს?

– წლევანდელი, რიგით მე-15 მოდის კვირეული ხუთ დღეს გაგრძელდება, ქართველი დიზაინერების ახალი ნამუშევრები კი, შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში იქნება წარმოდგენილი. როგორც იცით, ჩვენ კონკურსი გამოვაცხადეთ მთელი საქართველოს მასშტაბით და წელს რამდენიმე ახალბედა დიზაინერიც გვეყოლება, რომელთა კვირეულში მომაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა – აღმოვაჩინოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, ნიჭიერი შემომქმედი, ხელი შევუწყოთ მათ პოპულარიზაციას და მოდის ინდუსტრიის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ სეზონიდან სეზონამდე სულ უფრო იზრდება საერთაშორისო პრესის და ე.წ. „ბაიერების“ ინტერესი თბილისის მოდის კვირეულით. წელს ძალიან ბევრი სტუმარი გვეყოლება, მათ შორის უცხოური პრესის წარმომადგენლები, გამოცემების რედაქტორები და მყიდველები. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ღონისძიებას ტურიზმის დეპარტამენტი და მეწარმეობის განვითარების სააგენტო, კულტურის სამინისტრო, ქალაქის მერია და ეკონომიკის სამინისტრო უდგანან მხარში, რადგან მოდის კვირეული არა მხოლოდ ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის საქმეში.

– ვინ მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ კვირეულში?

– წლევანდელი კვირეული ძალიან მრავალფეროვანი და გამორჩეული იქნება, რადგან პროექტში ჩართული კრეატიული ჯგუფი მეტად საინტერესო პროგრამას გვპირდება. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენი მასპინძელი „მეიდან-ჯგუფია“, ძირითადი ჩვენებები კი, ქარვასლაში გაიმართება, გარდა ამისა, გვექნება რამდენიმე გასვლითი ჩვენებაც. წელს ცნობილ ქართველ დიზაინერებთან ერთად ჩვენს ღონისძიებაში უცხოელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

– უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოდელები ხომ არ აპირებენ კვირეულზე ჩამოსვლას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ თბილისის მოდის კვირეუული დიზაინერებთან ერთად მოდელების პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. ბევრმა მოდელმა სწორედ ჩვენს კვირეულზე აიდგა ფეხი, ახლა კი, წარმატებით მუშაობს უცხოეთში. წელს კვირეულში ცნობილ მოდელებთან ერთად, ჩვენი სააგენტოს „ჯეო-მოდელის“ ახალი თაობის წარმომადგენელბიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მოუთმენლად ელიან პირველ გამოსვლას.

– ანანო, უცხოელი სტუმრებიდან ვინ ეწვევა წლევანდელ მოდის კვირეულს?

– წელს მართლაც ძალიან საინტერესო ხუთი დღე გველის კვირეულის ფარლებში, რადგან უცხოური პრესის წარმომადგენლებს და ძალიან ბევრ „ბაიერს“ ველოდებით. წელს ბრიტანული, იტალიური და რუსული Vogue-ის, ასევე Dance Magazine-ის, რუსული ELLE-ის და სხვა ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები გვეწვევიან, რომლებიც ჩვენს კვირეულს უცხოურ პრესაში გააშუქებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები