LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გვერდწითელმა ”არტ-FM”–ში 25 ივნისის საქველმოქმედო კონცერტის შესახებ ისაუბრა

4

21 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” თამარ გვერდწითელი და რეზი ახრახაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც 25 ივნისს გასამართ საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრეს.

თამარ გვერდწითელი:

– საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმართება, 25 ივნისს ჩატარდება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. საღამოდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება პარტიაქის ფონდში და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარგება. ამგავრი აქციით ჩვენ გვინდა მხარში ამოვუდგეთ ბავშვებს მათი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, დავეხმაროთ საცხოვრებლით, სამსახურით უზრუვლყოფაში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ წარმატებულ მომავალში. კონცერტში მონაწილეობას ჩემი მეგობრები, მათ შორის ”შვიდკაცა” და ”ცისფერი ტრიო” მიიღებენ. გაჟღერდება ჩემი დაწერილი სიმღერები: ”საქართველო”, ”მრავალჟამიერი” და ”ლირიული”, ასევე ბატონი ვაჟა აზარაშვილის რამდენიმე საოცარი სიმღერა, რომელთაც ყოველთვის ვასრულებ და მიშელ ლეგრანის რამდენიმე ნაწარმოები, რომლის გარეშეც ჩემი შემოქმედება უბრალოდ წარმოუდგენელია. კონცერტის პროგრამა ქართული, რუსული, ფრანგული და ინგლისური სიმღერებით შევადგინეთ. გარდა ამისა, მსმენელს რამდენიმე სიურპრიზსაც ვუმზადებთ, რომელთაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.

13509787_1213408998671733_1840425564_oრეზი ახრახაძე:

– საქველმოქმედო კონცერტი თამარ გვერდწითელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის და პატრიარქის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. მსგავსი აქციის გამართვის იდეა პარტიარქის ეპისტოლეს მოსმენის შემდეგ დაგვებადა, სადაც მან იმ ბავშვებზე ისაუბრა, რომლებიც სრულწლოვანებას აღწევენ და ქუჩაში ყველანაირი მზრუნველობის გარეშე რჩებიან. დიდი ხანია პროექტზე ვმუშაობთ, თუმცა ქალბატონი თამარის გადატვირთული საგასტროლო გრაფიკიდან გამომდინარე ბევრჯერ მოგვიწია მისი გადადება, თუმცა, საბოლოოდ მაინც შევძელით განხორციელება, რაშიც თბილისის მერია, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე პარტნიორი კომპანიები დაგვეხმარნენ.

4 ივლისს მოსკოვში იმ არაფრანგი კულტურის მოღვაწეთა დაჯილდოვება გაიმართება, ვინც ფრანგულ კულტურას უწევს პროპაგანდას მთელ მსოფლიოში. ლაურეატებს შორის, ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი მფლობელი ქალბატონი თამარ გვერდწითელიც იქნება.

 

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები