LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა შედანია: „გულშემატკივარის გააქტიურება, მათი გახალისება მევალება”

4

გადაცემის ლაივი LIVE

17 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მოდელი თამთა შედანია სტუმრობდა, რომელიც პროექტის „მხოლოდ ქართული“ ერთ–ერთი წამყვანი იქნება .

– თამთა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პროექტში „მხოლოდ ქართული“ მონაწილეობა?

– ზოგადად, ტელეწამყვანის პროფესია საკმაოდ რთულია, მე კი, დებიუტი მაქვს და ამიტომ, ძალიან ბევრს ვმუშაობ, მეტიც, ძალიან ვინერვიულე, როცა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. მართალია, დამწყები წამყვანისთვის ნაკლებად რთული მისია მაკისრია და მხოლოდ გულშემატკივარის გააქტიურება, მათი გახალისება მევალება, მაგრამ მაინც უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

– გყავთ თუ არა ფავორიტი კონკურსანტებს შორის?

– რა თქმა უნდა მყავს, თუმცა სახელს არ დავასახელებ, რათა მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს. ყველა კონკურსანტს წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჩვენი პროექტი ყველა დამწყებ მომღერალს აძლევს შანსს მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

– როგორ გრძნობთ თავს დედის ამპლუაში?

– ბოლო რამდენიმე წელიწადში რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან მარტო ვცხოვრობთ და მეასაც დამოუკიდებლად ვზრდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეასთან ერთად, მეც მეორედ დავიბადე და მართალია, დედობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები