LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი მარათონის მონაწილეები ქველმოქმედები ხდებიან

9

თბილისი მარათონის ორგანიზატორები : ელენე ქართველიშვილი და ნათია ცვარაია

რა არის თბილისის მარათონის მიზანი

ელენე: მეექვსე წელია , რაც „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით ტარდება თბილისი მარათონი. ღონისძიების მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული ტურიზმის განვითარება და ქველმოქმედება

რას ნიშნავს საქველმოქმედო მიზანი, სად იხარჯება შემოსული თანხა, ასევე ბოლო წლების სტატისტიკა როგორია შემოსული თანხების, იზრდება თუ არა ინტერესი

ნათია: რეგისტრაცია არის ფასიანი, 4 გარბენია, 10 კმ-იანი, 21 მ-იანი, ბავშვთა და გუნდური ესტაფეტა, 21კმ-იანზე რეგისტრაცია – 20 ლარი, ხოლო 10 კმ-იანზე 15 ლარი ღირს. შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ აორმაგებს და სხვადასხვა ბენეფიციარს მოვახმართ. წელს კასპში შშმ პირთა კავშირია ჩვენი ბენეფიციარი, მათ ორი სოციალური საწარმო აქვთ. ჩვენი ბენეფიციარები ბავშვები და შშმ პირები არიან. ვცდილობთ, მთელი საქართველო მოვიცვათ

ახლა რა სიტუაციაა რეგისტრაციის თვალსაზრისით, რა დრო აქვთ დაინტერესებულ პირებს, როგორია ორგანიზაციების მხრიდან ინტერესი

ელენე: შარშანდელთან შედარებით წელს ინტერესმა მოიმატა. დღევანდელი მონაცემებით, 2000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული, ერთ კვირაში კიდევ ველოდებით, რომ 3000-დე გაიზრდება. ამაში შედის ორგანიზაციებიც, რომლებიც გუნდურად რეგისტრირდებიან, სულ 120-მდე კომპანიაა.

ანუ კიდევ აქვთ დრო რეგისტრაციისთვის?

ელენე: კი, 21 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ დრო

რა მონაკვეთზეა საუბარი, სად გაიმართება მარათონი

ნათია: პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელების მხრიდან, წელს 490 უცხოელია უკვე დარეგისტრირებული. რაც შეეხება მარშრუტს, სტარტი პირველ გიმნაზიასთან გვაქვს, გარბენი მოიცავს ცენტრალურ უბნებს, ძირითადად ძველ უბნებს.
დილიდან იწყება ეს ღონისძიება ?

–  ნათია: 22 ოქტომბერს დილის 9 საათზე ვიწყებთ გარბენს ბავშვებისთვის, რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, სტარტი 10 საათზეა.

რას ელოდებით წლევანდელი მარათონისგან, რით იქნება ის განსხვავებული, უფრო მეტი ადამიანი, უფრო მეტი ჩართულობა, უფრო მეტი თანხა, ჯერ კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი, ასევე როგორია შემდეგი წლის გეგმები, განაგრძობთ თუ არა აქტიურობას ამ კუთხით

ელენე: წელს უფრო დიდი მასშტაბის იქნება, გვექნება ბევრი გასართობი ღონისძიება რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვექნება ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი საჩუქრები, ჩვენ არ ვჩერდებით, მომავალ წელსაც ვეცდებით, უფრო პოპულარულები გავხდეთ და ტრადიციად ვაქციოთ ეს მარათონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები