თელავის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალი წელს გამორცეული იქნება

თელავის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალი წელს გამორცეული იქნება

4 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს მაია კოკოჩაშვილი და მირიან ხუხუნეიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც თელავის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ისაუბრეს.

– ქალბატონო მაია, რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი?

– ფესტივალი, რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ექვსი კონცერტს უმასპინძლებს. რაც შეეხება სიახლეს – ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ ნოვაციის დანერგვას და არც წლევანდელი ღონისძიება იქნება გამონაკლისი. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ელისო ვირსალაძე ჩამოვა არაჩვეულებრივ სოლისტებთან ერთად, არანაკლებ საინტერესო პოლონური სიმფონიური ორკესტრიც გვეყოლება. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ევროპული ორკესტრი  პირველად ჩამოდის საქართველოში და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ეს რეგიონში – კახეთში ხდება. ქალბატონი ელისო, რომელსაც მოუთმენლად ელის ჩვენი მსმენელი, სამჯერ წარსდგება თაყვანისმცემლის წინაშე. გარდა ამისა, ისეთ არაჩვეულებრივი მუსიკოსებთან ერთად როგორებიც კოლია ბლახერი, ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და ალექსანდრ ბუზლოვი არიან, ჩვენ ახალგაზრდა ბრიტანელ და ჩინელ მუსიკოსებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც 14 ოქტომბერს გამართულ კონცერტს  მევიოლინეს ოლეგ კაგანის ხსოვნას მიუძღვნიან. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ფესტივალი მთლიანად ამ უდიდეს მუსიკოსს ეძღვნება, რადგან სწორედ ის იდგა ელისო ვირსალაძესთან და ნატალია გუტმანთან ერთად ფესტივალის სათავეებთან. მინდა საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო მათ, ვისაც ფესტივალის გახსნის და დახურვის კონცერტებზე უნდა დასწრება – ჩვენ ავტობუსი დავნიშნეთ, რომელიც დღის 1 საათზე გავა კონკადან და მსმენელს კონცერტზე ჩაიყვანს და უკანაც ჩამოიყვანს. ავტობუსის ბილეთის ღირებულება 5 ლარი იქნება.

img_2583– მირიან, თქვენთვის რას ნიშნავს ამგვარ მასშტაბურ ფესტივალში მონაწილეობის მიღება?

– თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ, ზოგადად ფესტივალი და კონკრეტულად ჩემი კონცერტი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელს ჩემს კარიერაში, რადგან დიდი ხანია ქალბატონ ელისოსთან თანამშრომლობაზე ვოცნებობ და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გასულ წელს კონცერტის დირიჟორობა შემომთავაზეს.

– ქალბატონო მაია, ძალიან საინტერესოა, როგორ მოხვდა მირიანი თქვენთან?

– ჩვენმა ერთ-ერთმა დირიჟორმა ჩამოსვლა დააგვიანა და სწორედ მირიანს ვთხოვეთ მისი შეცვლა. საკმაოდ რთული რეპეტიცია გვქონდა, თუმცა, მირიანმა შესანიშნავად გაართვა თავი, ორკესტრის მოწონება დაიმსახურა და ქალბატონი ელისოც დააინტერესა. სწორედ მას ეკუთვნოდა მირიანის ფესტივალში მონაწილეობის მიღების იდეა.

 

გადაცემის ჩანაწერი

6 ოქტომბერი, 2016

სხვა ჩანაწერები