LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ თათარაშვილმა „არტ-FM“-ში 2 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა

1

28 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ს მომღერალი თემურ თათარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 2 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

– ბატონო თემურ, სად გაიმართება კონცერტი და რას შესთავაზებთ ქართველ მსმენელს?

– კონცერტში, რომელიც „არტ-ჰოლში“ გაიმართება, ჩემთან ერთად ჩემი მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას. შედგება რამდენიმე დუეტი, ძირითადად კი, მე შევასრულებ ძველ და ახალ სიმღერებს.

– უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?

– ჯერჯერობით არაფერი დამიგეგმავს. ერთადერთი რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, აპრილში იტალიაში მაქვს კონცერტი, მაისში კი, გარკვეული პერიოდით ისევ მოსკოვში ვბრუნდები.

– ახალ ალბომზე ან კომპოზიციებზე ხომ არ მუშაობთ?

– ჩანაფიქრი მაქვს, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იდეაა და პროგრამაც კარგი იქნება, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები