LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ბანკის პროექტი „ვინც არ უნდა იყო…“ სოციალურ მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს

5

25 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს გელა ჩარკვიანი, თიბისი ბანკის ბრენდმენეჯერი თამარ გოჩაშვილი და საკომუნიკაციო სააგენტოს Holmes and Watson არტ-დირექტორი გიორგი ქვლივიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც ახალ პროექტზე ”ვინც არ უნდა იყო…” ისაუბრეს.

– როგორ გაჩნდა ახალი კამპანიის ”ვინც არ უნდა იყო…” იდეა და რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ირაკლი ჩარკვიანი მუსიკა?

თამარ გოჩაშვილი:

– თიბისი ბანკს კიდევ ერთხელ და მარტივ ენაზე სურდა შეეხსენებინა მომხმარებლისთვის, რომ მას საუკეთესო მომსახურება აქვს, რაც არაერთხელ დაადასტურა სხვადასხვა კვლევამ. პირველი მცდელობა ექვსი თვის წინ განხორციელდა. Holmes and Watson-ს მივმართეთ და ჩვენი ჩანაფიქრის მაქსიმალურად მარტივი ენით გადმოცემა ვთხოვეთ. სარეკლამო კამპანია ზაფხულში დაიწყო, როცა 12 განსხვავებულ ჟანრში შესრულებული ცეკვა ერთი მუსიკალური კომპოზიციით გავაერთიანეთ. მოგვიანებით, მეორე ეტაპი წამოვიწყეთ და პირველის მსგავსად, ისევ სახალისო, გასართობი და მარტივი მესიჯებით ავაწყვეთ.

img_3560გიორგი ქვლივიძე:

– ჩვენი კომპანიისთვის, განსაკუთრებით თიბისი ბანკთან თანამშრომლობისას, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ინსაითების მოძებნა ანუ ისეთი მასალის გამოყენება, რომელსაც ყველა იცნობს და ყველას უყვარს. ვცდილობთ არ გავაკეთოთ ამერიკული ან ევროპული თრენდების კოპირება, ირაკლი ჩარკვიანი კი, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუსიკალური თრენდია, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. მეორე პროექტი პირველის გაგრძელება იყო, თუმცა ამჯერად 12 მუსიკალურ ჟანრს მივმართეთ, ბაზად ჩარკვიანის სიმღერა ავირჩიეთ და სწორედ მასზე შევქმენით 12 განსხვავებული მუსიკალური ინტერპრეტაცია.

– მონაწილეობდნენ თუ არა კლიპის შექმნაში ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები?

– რა თქმა, უნდა კლიპის გადაღების პროცესში ინტენსიურად ვთანამშრომლობდით ქეთათოსთან, პრაქტიკულად ყველა წვრილმანს ვათანხმებდით, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა ამ პროექტში.

– რამდენად მოეწონა ქეთათოს ჯერ იდეა, მერე კი, საბოლოო შედეგი?

– ვფიქრობ მოეწონა, რადგან სხვა შემთხვევაში პროექტი არ შედგებოდა.

– ბატონო გელა, თქვენ რამდენად მოგწონთ ახალი პროექტი?

-კლიპიც ვნახე და სიმღერაზე გაკეთებული ინტერპრეტაციებიც მოვისმინე. ირაკლის ბევრი კარგი სიმღერა აქვს, რომლებზეც სხვათაშორის მეც დავწერე საფორტეპიანო სუიტები. ერთ-ერთი მათ შორის სწორედ  სიმღერა ”ნუ წახვალ იქ, მოდი აქ” არის. ასე რომ, მეც ვცდილობდი ჩემებური ინტერპრეტაციის გაკეთებას. ვფიქრობ, პროექტი ძალიან სახალისო გამოვიდა, მასში გარკვეული იუმორიცაა, რადგან როცა კომპოზიცია საოპერო სტილში სრულდება ერთის მხრივ ეს სასიამოვნო მოსასმენია, მეორეს მხრივ კი, ცოტა ღიმილის მომგვრელი. ძალიან მომეწონა ბავშვთა გუნდის ინტერპრეტაცია და დუეტის შესრულება, აბსოლუტურად განსხვავებულად გაჟღერდა სიმღერა რეპერების ვერსიაში. ყველა ნომერი მომეწონა და ვფიქრობ, ირაკლის ეს სიმღერა ზუსტად მოერგო რეკლამას. წარმატება მინდა ვუსურვო მის ავტორებს, თავად რეკლამას და რა თქმა, უნდა რეკლამის ობიექტს – თიბისი ბანკს.

img_3568– თამარ, რა გამოხმაურება მოჰყვა ახალ სარეკლამო კამპანიას სოციალურ ქსელში და რამდენამდ მოიწონა ის მომხმარებელმა?

– სოციალურ ქსელში ჩვენს კამპანიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან თემაც და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერაც ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა. ქავერები ეტაბოვრივად გამოვაქვეყნეთ მომხმარებელში კი, ერთგვარი მოლოდინის რეჟიმში იყო – ყველას აინტერესებდა, რა იქნებოდა შემდეგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროექტი უმარავმა ადამიანმა ნახა და ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა, რაც ცოტა გასაკვირიცაა, რადგან რეკლამა იშვიათად იმსახურებს დადებითი გამოხმაურებას. ჩვენი სარეკლამო კამპანია მომხმარებელმა განსხვავებულად შეაფასა, საყვარელი ვერსია აირჩია და გააზიარა. ასე რომ, სოციალურ მედიაში ჩვენი პროექტი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

– გიორგი, ახალს რას გვიმზადებთ. როგორი იქნება ის, რაც ჯერ არ გვინახავს და არ მოგვისმენია?

– 11 მუსიკალური რგოლი უკვე გაკეთდა, დარჩა მხოლოდ ერთი. გადავწყვიტეთ, ბოლო არა ახალი და განსხვავებული მუსიკალური კომპოზიცია, არამედ თავად ირაკლი ჩარკვიანის შესრულება ყოფილიყო და თუ ყველა წინა ვერსიაში ბანკზე ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაში ეს ჩარკვიანის ორიგინალური ვერსია იქნება ახალი კლიპით, რომელსაც ჩვენი სააგენტო თიბისი ბანკთან ერთად, თავად ირაკლი ჩარკვიანს მიუძღვნის.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები