LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია: “ეს ჩემი ოცნების პროექტია”

“მსმენელის წინაშე ჩემი სახელით აღარ წარვდგები. ეს არის ახალი პროექტი – ჩემი, გიორგი სიჭინავასი და ირაკლი ბურჭულაძის. მუსიკალური პროექტი რამდენიმე დღეში მზად იქნება; ჩემთვის ეს ახალი მუსიკალური ჟანრია. ეს ჩემი ოცნების პროექტია, რომელიც ყველას, ვინც მღერის, ვისაც მუსიკა ესმის და უყვარს, ძალიან მოეწონება. დიდი გეგმები გვაქვს და ერთი სული მაქვს როდის დავასრულებთ მუშაობას; მე და ჩემი მეგობრები სიახლეს დიდი ხნის მანძილზე ვგეგმავდით; ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ყველაფერს თავს დავანებებ და ასეც მოხდა, აბსოლუტურად ყველაფერი გაყინული მაქვს და მხოლოდ ამ საქმეზე ვფიქრობ; მე სიყვარულის გარეშე – ეს წარმოუდგენელია. ჩემმა მეგობრება გადაწყვიტეს, რომ მე უბრალოდ სიყვარულზე ვარ შეყვარებული; ახალი სიმღერები კონკრეტულად არავის ეძღვნება, მაგრამ ძველი ემოციები შეიძლება აისახოს ტექსტში” – თიკა ჯამბურიამ ახალ პროექტის დეტალების შესახებ, ექსკლუზიურად ფორტუნას მსმენელისთვის, გადაცემაში “ლიმონი” ისაუბრა.