LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანი: “ყველაზე ძალიან ქართული სიმღერა მიყვარს”

“ამ სიმღერის პრემიერა რადიო “ფორტუნა +”-ში შედგა, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორიც მაიკო კაჭკაჭიშვილია; ზაფხულს მოხდა შემოთავაზება. მაიკომ დამირეკა, შემოთავაზება მაქვსო და მოისმინე, თუ მოგეწონებაო; მოვისმინე და ძალიან მომეწონა; მთავარია კომპოზიტორს მოეწონოს, როგორ შეასრულებს მის სიმღერას შემსრულებელი; იმდენად მომეწონა ტექსტი – ძალიან გავს ჩემს ცხოვრებას; ერთი წელია დავოჯახდი და მოუხდა ეს მელოდია ჩემს ისტორიას; მხოლოდ ჩემთვის რომ იყოს, ისეთი ბენდი ძალიან მინდა; რა სიმღერებიც მაქვს, ქავერების გარდა იმასაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი; მე, როგორც მომღერალს, ძალიან აღარ მინდა ქავერების სიმღერა, მაგრამ ესეც საჭიროა; ქართული სიმღერა ყველაზე ძალიან მიყვარს; სამომავლოდ, მაისის თვეში, იტალიაში ორი კონცერტი იგეგმება – ჩემი, სალომე ბაკურაძის და ნოდიკო ტატიშვილის” – თიკა მახალდიანმა რადიო “ფორტუნას” ეთერში ახალი სიმღერისა და იტალიაში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრა.