LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები „იავნანას“ მხარდამჭერი კონცერტისთვის ერთიანდებიან

4

27 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” თეა დარჩია, ვალერიან შიუკაშვილი და თეონა ჯორბენაძე სტუმრობდნენ, რომელთაც 3 მარტს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ საღამოზე ისაუბრეს.

ფონდ „იავნანას“ მხარდამჭერი გალა-კონცერტი, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილი და ვახტანგ მაჭავარიანი, თამარ ივერი, ნიკოლოზ რაჭველი და სხვა ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, ქართველი ვარსკვლავების ინიციატივითა და ხელოვანთა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართება.

– თეა, რამდენადაც ვიცი, აბსოლუტურად განსხვავებულ ნომერს ამზადებთ საღამოსთვის?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ორგანიზატორს. უსიამოვნებების და გაუგებრობის მიუხედავად, ფონდმა მაინც არ დაიხია უკან და ხელოვნების დახმარებით აგრძელებს კეთილი საქმის კეთებას. ჩემთვის დიდი პატივია ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა ძალიან ვღელავ, რადგან თითქმის 15 წელია არ გამოვსულვარ სცენაზე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს საერთოდ არასდროს მიცეკვია. გარდა ამისა, ნომერს ჩემს მოსწავლეებთან ერთად წარმოვადგენ, ამიტომ დატვირთვაც ორმაგია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. საღამო იმ დედების დასახმარებალდ მოეწყობა, რომელთაც განსხვავებული შვილები ჰყავთ და ძალიან უჭირთ, რადგან საზოგადიოებაში დღემდე არაერთგვაროვნი დამოკიდებულებაა ამგვარი ბავშვების მიმართ. არაჩვეულებრივი ფორმა მოიძებნა ამ ადამიანების დასახმარებლად – ერთგვარი სახლი „პირველი ნაბიჯი“ მოეწყო, სადაც ყველაფერი კეთდება, რათა განსხვავებულმა ბავშვებმა მშობლებთან ერთად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ბატონ პაატა ბურჭულაძის და თეონა ჯორბენაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ანიტა რაჭველიშვილის და ყველა მათ მიმართ, ვინც აქტიურადაა ჩაბმული ქველმოქმედებაში.

                              

– ვალერიან, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარ კონცერტში მონაწილეობა?

– მოხარული ვარ, რომ მეც მაქვს საშუალება შევუერთდე იმ არაჩვეულებრივ ჯგუფს, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის, წლების მანძილზე ქველმოქმედებაშია ჩაბმული და ქვეყნისთვის მეტად საჭირო საქმეს აკეთებს. გამომდინარე აქედან, ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ამ კონცერტში მონაწილეობა, რადგან სწორედ ჩემი მუსიკით უნდა დავაჯერო ადამიანები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი საღამოების გამართვა და კეთილი საქმის კეთება.

– რამდენად კმაყოფილი ხართ რუსთაველის თეატრში გამართული კონცერტით?

– მე და ნიკოლოზ რაჭველი დიდი ხნის მეგობრები ვართ და ყოველთვის ძალიან გვინდოდა ჩაიკოვსკის კონცერტის ერთად დაკვრა. როგორც იქნა ჩანაფიქრი განვახორციელეთ და ვფიქრობ, საღამოც კარგი გამოვიდა, მით უფრო, რომ კონცერტი ჩვენს პატრიარქს მიეძღვნა.

– თეონა, რით იქნება გამორჩეული 3 მარტს დაგეგმილი კონცერტი?

– ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონცერტი გამოვა და ნამდვილ დღესასწაულს მოვაწყობთ, რადგან უამრავი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას და რაც მთავარია ორ არჩვეულებრივ ორგანიზაციას – „პირველ ნაბიჯს“ და აუტიზმის საერთაშორისო ცენტრის დამაარსებელ მშობლებს დავეხმარებით.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები