LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი: “ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს”

“სიმღერა ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს – ტექსტიც და მუსიკაც. არანჟირების ავტორი არაჩვეულებრივი ბორიკო შხიანია. ეს სიმღერა ჩავწერე შარშან, უბრალოდ, ისე მომწონდა, მინდოდა გადამეღო კლიპი. ეს ისეთი სიმღერაა – ბევრი ალბომი რომ აქვთ ხოლმე მომღერლებს და ერთი გამორჩეული სიმღერა, რომლითაც იცნობენ, მგონია რომ ასეთი სიმღერაა. რაღაცა დროით შემოვდე თაროზე და ახლა დადგა ჟამი ამ სიმღერის გამოაშკარავების;

ცხოვრებაში ძალიან მიმართლებს. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან ხოლმე, რომ მე რაღაცა გავაკეთო, ახალი. ვერ იტანენ ორკვირიან ჩემ პასიურ მდგომარეობას;სულ მიბძგებენ, რომ მქონდეს სიახლე;

ბევრი ადამიანია კლიპის გადაღების პროცესში ჩართული – დეტალებზე ჯერ არ მინდა საუბარი. ამის დროც მოვა; ძალიან მაგარი ბიჭები გავიცანი, ვიპოვე და აღმოვაჩინე.

არის ასეთი “სტატუს სტუდიო”, კერძოდ ანტონ თათრიძე, რომელიც კლიპის რეჟისორია; კლიპში არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს – რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილი; სიუჟეტი სიყვარულზეა, რომელიც კომპოზიტორმა მიუძღვნა მეგობარს, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის; კლიპის პრეზენტაციას თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გავაკეთებთ” – რადიო ფორტუნას ეთერში ვერიკო ტურაშვილმა ახალი კლიპის შესახებ ისაუბრა.