LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე სიმღერის პრემიერით “არტ-FM”–ში (ვიდეო)

7

12 დეკემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას 13-ს ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე სტუმრობდნენ სიმღერის “დეკემბერი, დეკემბერი” პრეზენტაციით.

– ვის ეკუთვნის სიმღერის “დეკემბერი, დეკემბერი” ჩაწერის იდეა?

ვერიკო ტურაშვილი: – პირველმა იდეა მე გავახმოვანე, თუმცა ერთად მუშაობის სურვილი ორივეს გვქონდა. რამდენიმე წლის წინ დუეტი შევასრულეთ, რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას და ახლა, მეორე ერთობლივი სიმღერის ჩავწერა გადავწყვიტეთ. ბოლო დროს კონცერტის ჩატარების უამრავი შეთავაზება გვაქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთიდან, ამიტომ ვფიქრობ, აბსოლუტირად ლოგიკურია ახალი სიმღერის ჩაწერა.

კახა კუხიანიძე: – ბედნიერი ვარ, ვერიკოსთან მუშაობით, რადგან მიყვარს როგორც მომღერალი, მომწონს მისი ხმა და რა თქმა უნდა, ორმაგად სასიამოვნოა იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელსაც კარგად იცნობ და ბოლომდე გრძნობ.

– სად და როგორ გადაიღეთ კლიპი?

კახა კუხიანიძე: – “დეკემბერი, დეკემბერი” საკმაოდ ძველი, თუმცა პოპულარული სიმღერაა, რომელიც ჩვენ ახალი ვერსიით ჩავწერეთ. კლიპის გადაღება სპონტანურად გადაწყდა ნაწილი თბილისის ზღვაზე, ნაწილი კი, ცხვარიჭამიაში გადავიღეთ.

ვერიკო ტურაშვილი: – ახალი ვერსიის არანჟირებაზე პაატა ანდრიაძემ იზრუნა და სიმღერას აბსოლუტურად ახალი ჟღერადობა შესძინა, საერთოდ ძალიან მომწონს პაატასათან მუშაობა და სიამოვნებით ჩავწერდი მასთან ერთად ალბომს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები