LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი: “მაშასადამე ევროპელები რომ ვართ”

“სამი კონცერტი გვაქვს – ორი ჩეხეთში და ერთი ავსტრიაში; მგონია, რომ ახლა უფრო დაიწყო, ის – მაშასადამე ევროპელები რომ ვართ; გვაქვს იმის საშუალება, რომ უფრო ხშირად ჩატარდეს მსგავსი ტიპის საღამოები, ქართველი ემიგრანტებისთვის; ასევე მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც; შეიძლება მალე საბერძნეთშიც გავემგზავროთ; კონცერტის ორგანიზატორი ქართველი ემიგრანტია, რომელმაც თავად გამოიჩინა ინიციატივა, რომ ჩავსულიყავით; ალბათ იმიტომ, რომ ემიგრანტები მონატრებულები არიან ყველაფერს ქართულს, ყველაფერი იციან ჩვენზე; ასეთ საზოგადოებასთან კონცერტიც უფრო ემოციური გამოდის; განსაკუთრებულად ვემზადები მაშინ, როცა საზღვარგარეთ მიწევს შესრულება. ორმაგად საპასუხისმგებლოა; იმ სიმღერებს, რაც რეპერტურში გვაქვს, ვამატებ ძველ ქართულ სიმღერებს, რომლებიც უკვე კლასიკაც შეიძლება იყოს” – ვერიკო ტურაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში მეგობრებთან ერთად ჩეხეთსა და ავსტრიაში დაგეგმილი კონცერტის სამზადისის შესახებ ისაუბრა.