LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი: „თავ-პირის ლეწვით, ყველაფერი სასწრაფოდ გავაკეთეთ”

ჯერ არსად დამიანონსებია. სხვათა შორის, ორივე დუეტია, ორივე არაჩვეულებრივ ბიჭთან, ვთქვა ვინ არიან?! ჩემი ორი უსაყვარლესი მეგობარი – ერთი, არ გაგიკვირდება ისეთია, მე და კახა კუხიანიძემ ჩავწერეთ; მეორე სიმღერა თემო საჯაიასთან ერთად; ორივე ზამთრის სიმღერაა. ერთი ძველია, რომლის ჩვენი ვერსია გავაკეთეთ, მაგრამ ჯერარ ვიტყვი; თავ-პირის ლეწვით, ყველაფერი სასწრაფოდ გავაკეთეთ; ისე შემეშინდა, ვინმეს არ გახსენებოდა მანამ, სანამ ჩვენ ჩავწერდით; ორივე ისეთი საყვარელი სიმღერა გამოვიდა. მინდა, როცა თოვლი წამოვა, მე ვასოცირდებოდე; ეს ზამთარი ამ ორმა სიმღერამ უნდა დაათბოს და დაატკბოს; მე და თემოს გვიღებს ჩემი მეგობარი, ანრი ჯოხაძე; კახასთან ერთად დუეტისთვის კლიპს GNK Studio გადაიღებს; ძალიან დიდი სტიმული მოგვცა თქვენი, მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიამ “ოქროს ტალღა”- რადიო”ფორტუნას” ეთერში ვერიკო ტურაშვილმა ორი ახალი სიმღერისა და კლიპის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია “ოქროს ტალღა” ერთგვარი სტიმული იყო იმისთვის, რომ მეტად მონდომებული იყოს და მსმენელს ახალი სიმღერები შესთავაზოს.