LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ლიკა ჩალაბაშვილი, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა

“მხიარული გოგონა, ჩვეულებრივი, მეტი არაფერი. გოგონა გორიდან, რომელმაც მოკლე დროში პოპულარობა მოიპოვა; ცხოვრებაში ასეთი ვარ – ძალიან ცვალებადი; ერთ წამს სხვა, მეორე წამს სხვა რაღაც მინდა; თავიდან, სკამზე რომ დავჯექი, მივხვდი, ამდენი კამერა მე მიღებს, დარბაზში ვინც არის, ყველა მე მიყურებს, მთავარი გადასაღები ობიექტი მე ვარ, ვინერვიულე. მერე, კითხვები რომ წამოვიდა – მიდი ლიკა, მიაწექი, მოიგე; მომეწონა ჩემი თავი; თვალებზე ვიფარებდი ხელს, როცა ვუყურებდი, თან მომწონდა, კმაყოფილი ვიყავი; მომეწონა კამერებთან მუშაობა; ახლა ვსწავლობ, მეორე კურსე ვარ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ენებს ვეუფლები; ვიდრე ჩავაბარებდი, აქ, მინდოდა სამსახიობოზე ჩაბარება, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო დავრჩი გორში. არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად ვიქნები მსახიობი; ძალიან მიყვარს თმის ფერის შეცვლა; გაგიკვირდებათ, მაგრამ წიგნების კითხვაც ძალიან მიყვარს; მიყვარს პოეზია, ცეკვა, სიმღერაც. ყველაფერს ვასწრებ და ასე მგონია, თავისუფალი დრო არ მაქვს” – რადიო “ფორტუნას” კითხვებს უპასუხა ლიკა ჩალაბაშვილმა, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა; მხიარული გოგონა გორიდან სტუდენტია და ამბობს, რომ აუცილებლად მსახიობი იქნება.

გადაცემის ჩანაწერი