ვიზალიბერალიზაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ფართომასშტაბიან კამპანია დაიწყება

ვიზალიბერალიზაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ფართომასშტაბიან კამპანია დაიწყება

საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის შესახებ – განცხადება „რაკურსის“ ეთერში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რისი გაკეთება შეუძლია, ან არ შეუძლია უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, რათა პრობლემები არ შეუქმნას არ საკუთარ თავს და არც ქვეყანას.

„ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობაც და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ყველას ინფორმაცია. ვთხოვ ყველა მეგობარს, მეზობელს, თანამოქალაქეს, გაითვალისწინონ ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი,“ – აღნიშნა დოლიძემ.

არსებობს თუ არა საფრთხე, ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი, რა რეაქცია ექნება რუსეთს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ზოგადად, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ევროპასთან უვიზო მიმოსვლა – მოუსმინეთ გადაცემის აუდიოჩანაწერს.

გადაცემის ჩანაწერი

3 თებერვალი, 2017

სხვა ჩანაწერები