LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატება საკუთარი საქმის სიყვარულია: რა არის მთავარი ტურისტების მოსაზიდად?

6

27 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის ”წარმატების ფორმულას” მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი სტუმრობდა.

1 ივლისს ბაკურიანში საზაფხულო სეზონი გაიხსნა. როგორც სანდრომ აღნიშნა, წელს კურორტს რეკორდული რაოდენობის სტუმარი ეწვია, მარტო დიდველს ჰყავდა ამ დღეებში ასამდე ვიზიტორი, რაც შარშანდელთან შედარებით ბევრად მეტია და პირველ რიგში სამთო საკურორტო ბიზნესში მიმდინარე აქტივობების დამსახურებაა. დიდველი საოჯახო კურორტია, სადაც ძირითადად ქართველი დამსვენებლები ჭარბობენ, თუმცა უცხოელი ტურისტებიც საკმაოდ მრავლად არიან.

რა თქმა უნდა, ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს და რამდენიმე წელიწადში საქართველო შესაძლოა ისეთივე ტურისტულ მექად იქცეს, როგორიც მაგალითად ტაილანდია. ტურისტების მოსაზიდად, სანდროს აზრით, მთავარი გამართული ინფრასტრუქტურა და სწორი რეკლამაა. განსაკუთრებული სიფრთხილით ამ საკითხს ჟურნალისტები უნდა მოეკიდონ. რა თქმა უნდა, საჭიროა შეცდომის აღნიშვნა, მაგრამ არ ღირს ყველაფრის უმიზეზოდ გაბერვა.

სამომავლოდ მთის კურორტების განვითარების კომპანია დიდი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ დღეებში ერთ-ერთ კომპანიასთან აწერს ხელს კოხტა-ნატახტარის პროექტთან დაკავშირებულ მემორანდუმს, რომელიც 150 მლნ. ლარზე მეტი დაჯდება. 48 მლნ-ს სახელმწიფო გაიღებს საბაგიროს გასამართად, 70 მლნ-ს კი, კომპანია, რომელიც სასტუმროებს და გასართობ ცენტრებს ააშენებს. პროექტის დასრულება 2017 წლის სეზონისთვის იგეგმება და როგორც სანდრომ აღნიშნა, ეს ბაკურიანის ხელმეორედ დაბადება იქნება. სასტუმროებს კოხტაზე 2019 წლისთვის მიტარბის აპარტ-ჰოტელებიც შეუერთდება და ბაკურიანი, თავისი დიდველით, მიტარბით და კოხტათი ერთი დიდი საკურორტო ზონა გახდება. გარდა ამისა, სექტემბრის თვეში კომპანია, სასტუმრო ”მარკო პოლოსთან” ერთად გუდაურში თიხის ფესტივალს აწყობს, მანამდე კი, აგვისტოს დასაწყისში გუდაურშიც გაიხსნება საზაფხულო სეზონი.

თავად სანდროს, დასვენებაზე მეტად მუშაობა უყვარს და დადებითი ემოციებით ყველაზე მეტად მაშინ იმუხტება, როცა საკუთარი თანამშრომლების გაკეთებულ საქმეს ხედავს. ხშირად ეუბნება მათ მადლობას და ყოველთვის აქებს, რადგან მისი აზრით შექება საუკეთესო მოტივატორია, გაკეთებულ საქმეს კი, აუცილებლად დაფასება ჭირდება.

პარტნიორებთან ურთიერთობისას სანდროს აზრით, ყველაზე მნშვნელოვანი ნდობაა, თანამშრომლებთან კი – უშუალობა და ხშირი კომუნიკაცია, რაც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასაც უწყობს ხელს.

წარმატების ფორმულა ბატონ სანდროსთვის პირველ რიგში საკუთარი საქმის სიყვარულშია. ცოტა გამართლებაც საჭიროა და ყოველთვის წინსვლა, რადგან არასადროს არ ღირს მიღწეულზე გაჩერება.

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები