LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელი “ევროვიზია” მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა – “არტ-FM”

15

28 ნოემბერს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM”-ს „საბავშვო ევროვიზიის” პრესისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ლიკა წულაძე, “ევროვიზიის” დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე და ტელეწამყვანი მარინა ბერიძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა რადიოს ეთერში „საბავშვო ევროვიზიის” ფინალური შოუ შეაჯამეს.

– რამდენად კმაყოფილი ხართ კონკურსის ფინალით?

ლიკა წულაძე: – ვფიქრობ, ფინალური კონცერტი ძალიან წარმატებული გამოვიდა. უამრავი ჟურნალისტი სტუმრობდა წლევანდელ “ევროვიზიას”, ყველამ მოიწონა ბრწყინვალედ ორგანიზებული და დემოკრატიულად ჩატარებული კონკურსი, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის, როგორც მასპინძლებისთვის.

ნათია მშვენიერაძე: – მაყურებელი მხოლოდ შოუს უყურებს ტელევიზიით და ჰგონია რომ მთელი კონკურსი ერთი კონცერტია. თითქმის წელიწადია ვემზადებით, რადგან სინამდვილეში “ევროვიზია” საკმაოდ რთული ფორმატის ღონისძიებაა, რომელიც უამრავი დეტალისგან შედგება – დელეგაციის დახვედრით და გაცილებით დაწყებული, ბავშვების გართობით და სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში ჩართვით დასრულებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც კონკურსის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რადგან ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება გამოვიდა.

– ქალბატონო მარინა, თქვენ რას ფიქრობთ ფინალურ კონცერტზე?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ წლევანდელი “ევროვიზია” მართლაც არაჩვეულებრივი გამოდგა. სასიამოვნოა, რომ პროფესიონალურად იყო ორგანიზებული და ხარვეზების გარეშე ჩაიარა. დიდი ხანია „საბავშვო ევროვიზიას“ ვგულშემატკივრობ, ყოველთვი ნიჭის ქომაგი ვიყავი და განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა, წლევანდელმა ფინალმა ძალიან დამწყვიტა გული, რადგან გამარჯვებული ნამდვილად არ იყო საუკეთესო. ჩვენს წარმომადგენელეზე – გრიგოლ ყიფშიძეზე რომ არაფერი ვთქვა, კიდევ იყო რამდენიმე ძლიერი კონკურსანტი, რუსმა გოგონამ კი, მხოლოდ ჟიურის წყალობით გაიმარჯვა, რომელიც ნაკლებად პროფესიონალურად და უფრო ემოციებით აფასებდა კონკურსანტებს.

– თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო ჟიურის გადაწყვეტილება?

ნათია მშვეენიერაძე: – ძალიან რთულია სხვის მაგივრად ლაპარაკი, თუმცა მე რომ ვყოფილიყავი ჟიურის წევრი, რუსეთის წარმომადგენელს ნამდვილად არ მივცემდი ხმას, რადგან არც სიმღერა მომეწონა, არც შესრულება, არც მისი პრეფორმანსი. ვფიქრობ, ბევრად ძლიერად გამოვიდნენ სომეხი და იტალიელი კონკურსანტები, ძალიან მომეწონა მალტელი ბიჭუნაც, რომელიც ნამდვილი პროფესიონალივით არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ მთელ კოლექტივზე ზრუნავდა.

ლიკა წულაძე: – მეც ძალიან მომეწონა სომეხი ბიჭუნა, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ქარიზმა ჰქონდა და კონკურსის ფორმატსაც იდეალურად მოერგო.

– რა გამოცდილება მოგცათ ევროვიზიის საქართველოში გამართვამ?

ლიკა წულაძე: – მართალია, უამრავ საერთაშორისო პროექტში ვარ ჩართული, მაგრამ ევროვიზიამ მართლაც უზარმაზარი გამოცდილება შეგვძინა ღონისძიების ორგანიზების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი პროფესიონალი გავიცანით, ახალი და საჭირო კონტაქტი დავამყარეთ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი კომპლიმენტი დავიმსახურეთ უცხოელი კოლეგებისგან, შეგვაქეს და თქვეს, რომ წლევანდელი შოუ ბევრად ჯობდა გასულ წელს მალტაში ჩატარებულ „ევროვიზიას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები