LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „ქუჩის ბიჭების საიუბილეო, დასკვნითი კონცერტი 25 დეკემბერს, თბილისში გაიმართება“

„ჰოლდინგი „ფორტუნა“ ყოველთვის ერთგულად აშუქებს „ქუჩის ბიჭების“ სიახლეებს. 25 წელი შეგვისრულდა. 1994 წელს დაფუძნდა ჯგუფი და მას შემდეგ ბევრჯერ განიცადა პროგრესი. იყო ისეთი წლებიც, როცა არ გამოდიოდა ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაცია. საიუბილეო წელთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება ძალიან დიდი კონცერტები და რამდენიმე შემიძლია წინასწარ გითხრათ – ზაფხულში, სექტორში. დიდი საღამო ზღვის ნაპირზე. გრანდიოზულ კონცერტს ვაპირებთ. ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს მსმენელისთვის მუსიკალური კლიპის შეთავაზება, რომელიც იუგო მორისმა გადაიღო, ახალ სიმღერაზე. ვმუშაობთ კიდევ რამდენიმე ახალ სიმღერაზე. მიმდინარეობს მუშაობა სამი ახალ სიმღერაზე, ასევე კლიპების გადაღებაზე. წლევანდელი წელი ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის ნამდვილად ნაყოფიერი იქნება. ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. იმ წლებისგან განსხვავებით, როცა იძულებითი, შვიდწლიანი პაუზა გვქონდა, ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები და დიდი მადლობა მსმენელს იმისთვის, რომ დიდი მხარდაჭერაა საზოგადოებისგან. ექსკლუზიურად გაგანდობთ სიახლეს – 25 დეკემბერს, აუცილებლად, თბილისში დასკვნითი, საიუბილეო კონცერტი გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ყველა ჰიტი და დუეტები. ასევე, ახალი სიმღერები შესრულდება“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ზურა ხაჩიძემ „ქუჩის ბიჭების“ საიუბილეო კონცერტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი იქნება დარჩენილი რამდენიმე თვე როგორც მათთვის, ასევე მსმენელისა და მხარდამჭერებისთვის. ჯგუფის წევრმა „ფორტუნას“ მსმენელს რამდენიმე ექსკლუზივიც გაანდო – „ქუჩის ბიჭების“ საიუბილეო, დასკვნითი კონცერტი 25 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.