გადაცემები ”საქმიანი დილა”, ”ბიზნესკონტაქტი” და ”ანალიტიკა” დაიხურა

95

გადაცემები ”საქმიანი დილა”, ”ბიზნესკონტაქტი” და ”ანალიტიკა” დაიხურა. როგორც “ფორტუნას” მაესტროში განუცხადეს, ხვალინდელ პროგრამაში არც ერთი გადაცემა არ არის ჩასმული.
„მაესტრომ“ „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის გამო შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა, ხოლო გიორგი ისაკაძის შეთავაზებაზე, არხზე 1 ლარად დარჩენის შესახებ, უარი თქვა.
შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ზურაბ ნაყეურის წერილში ნათქვამია, რომ შიდა მოკვლევის დასრულებამდე ხელშეკრულებები შეუჩერდათ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები