ბიზნესკურიერი

ბიზნესკურიერი

ყოველ სამუშაო დღეს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ მთავარ ეკონომიკურ თემებზე ექსპერტულ მოსაზრებებსა და ანალიტიკოსების შეფასებებს მოისმენთ. მხოლოდ „ბიზნესკურიერიდან“ მიიღებთ ინფორმაციას, სად და როგორ შეგიძლიათ დასაქმდეთ, რა პოზიციებზე ცხადდება ვაკანსიები, როგორი სადაზღვევო სისტემა გვაქვს ქვეყანაში და რა უნდა იცოდეთ, სანამ კომპანიის მომსახურებით ისარგებლებთ. „ბიზნესკურიერში“ მოისმენთ ექსპერტულ მიმოხილვას უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით, სად რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი ფართი, რა უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ უძრავი ქონება ხელსაყრელი პირობებით შეიძინოთ, რა ხდება სამომხმარებლო ბაზარზე, სად იყიდით ყველაზე იაფად პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ანალიტიკოსები მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე მთავარ თემებზე ექსპერტულ ანალიზს აქ, „ბიზნესკურიერში“ წარმოადგენენ. ყველა მთავარ მოვლენას, რაც ქვეყნისა და მსოფლიო ეკონომიკაში ხდება, რაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ყოველდღე 12:30 საათზე „ბიზნესკურიერში“ მაია მამულაშვილი ექსპერტებთან ერთად შეაჯამებს.