ჰიტების გალერეა

ჰიტების გალერეა

ლეგენდარული მუსიკოსების მსოფლიო ჰიტები და მათი შექმნის უცნობი ისტორია. როგორ იწერებოდა ყველასთვის პოპულარული და საყვარელი სიმღერები, ვინ იყო მათი თავდაპირველი შემსრულებელი, რა ისტორია უძღოდა წინ მათ შექმნას, როგორ აღმოჩნდნენ ისინი მსოფლიო ჩარტების სათავეში. ოქროს ჰიტები, რომლებმაც გადალახეს ოქროს სტანდარტის ზღვარი, სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაჟღერდა და რომელთა მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ყველა ჟანრის, ყველა დეკადის, ყველა მომღერლის ყველაზე პოპულარული ჰიტები და მათი შექმნის საინტერესო ისტორიები ნიკა კაციას გადაცემაში ჰიტების გალერეა. შემოაღეთ ჰიტების გალერეის კარი ყოველდღე რადიო ფორტუნას ეთერში და გაიგეთ მეტი საყვარელი სიმღერის შესახებ, მოისმინეთ მათი ყველაზე ორიგინალური ქავერები და დატკბით საყვარელი მელოდიებით.