რაკურსი

რაკურსი

ყოველ ხუთშაბათს კვირის ყველაზე აქტუალური თემებს რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „რაკურსში“ ვაჯამებთ. გადაცემის წამყვანი ეკა საათაშვილი პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ეკონომისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა უამრავი პროფესიის ადამიანს მასპინძლობს იმისთვის, რომ თქვენთვის საინტერესო თემაზე ამომწურავი პასუხი მიიღოთ.

გადაცემა ორი ბლოკისგან შედგება. პირველ ბლოკში აქტუალური პოლიტიკური თემა განიხილება და სტუმრად, ხშირ შემთხვევაში, პარლამენტის წევრები, მინისტრები და ექსპერტები არიან.

მეორე ბლოკი კი სოციალურ თემატიკას ეთმობა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები ყველა თქვენგანისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობენ.

გადაცემა „რაკურსი“ FM 106.9-ზე ყოველ ხუთშაბათს, 17 საათზე გელოდებათ.