LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადგეს ალექსანდრე ჯეჯელავა, მისი განცხადებები არის საგანგაშო – ონლაინპეტიცია ვრცელდება

116

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადადგომას ითხოვს, ალექსანდრე ჯეჯელავას გათავისუფლების მოთხოვნით ონლაინპეტიცია ვრცელდება.

„ბოლო ორი-სამი კვირის მანძლზე განათლების მინისტრმა საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა, დაწყებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარებით, დამთავრებული ორი რეპერის დაკავებით, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, დაკავებულები არიან უსაფუძვლოდ.

განათლების მინისტრი გამოირჩევა ხმამაღალი და ზოგჯერ იუმორისტული განცხადებებით, თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა და არ შეეფერება იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის მომავალი თაობების განათლება უნდა ებაროს,” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები