LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადგეს დავით ქევხიშვილი – აქცია ძიუდოს ფედერაციასთან (ფოტო)

124

ძიუდოს ფედერაციის წინ სპორტსმენები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავევნ. ძიუდოისტების ნაწილის მოთხოვნა კვლაც უცვლელია – ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

როგორც ძიუდოში ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემოპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა “ფორტუნას” ექსკლუზიურად განუცხადა, იმის გამო, რომ ქევხიშვილი სამ სხვადასხვა თანამდებობას იკავებს, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს, სპორტის ამ სახეობას სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს.

სპორტსმენები ამბობენ, რომ თუ ძიუდოს ქვეყანაში რაიმე მიღწევა აქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტსმენების ძალისხმევის შედეგია და არცერთ შემთხვევაში აღნიშნულთან საერთო არაფერი აქვს ფედერაციის მხარდაჭერას.

“თუ ქევხიშვილი ამ თანამდებობაზე დარჩება, საქართველოში ძიუდო მოკვდება,” – ამის შესახებ ძიუდოისტების დღევანდელ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა. ლიპარტელიანის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი ერთპიროვნული მმართველია და ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს, მათ შორის ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

ამ წუთებში ძიუდოს ფედერაციასთან სპორტსმენები მხარდამჭერებთან ერთად დავით მესხიშვილს ელოდებიან და მასთან შეხვედრას გამართავენ. ამ ეტაპზე მესხიშვილის პოზიცია უცნობია. 16:00 საათზე კი სპორტსმენები სპორტისა და კულტურის მინისტრს შეხვდებიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები