LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაღლილობა და შეცდომები დაცვაში: საქართველოს ორი პრინციპულუ მატჩი ელის

51

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა პირველი არხის გადაცემა „სპორტის დაფა“-ში სტუმრობისას, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განვლილი ორი მატჩი შეაჯამა და მომდევნო შეხვედრებზეც ისაუბრა.

ბერძენმა სპეციალისტმა, გერმანიასთან და სერბეთთან წაგებული შეხვედრების მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება:

„გასულ ორ მატჩში, ნაკრებს არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო, გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე და დუდა სანაძე გვაკლდნენ. ფიბასა და ევროლიგას შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, თორნიკე შენგელია და გიორგი შერამდინიც ვერ დაგვეხმარნენ. ამის ფონზე, ვფიქრობ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.

გერმანიასთან წაგების რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის გადაღლილობა და ტაქტიკური შეცდომები დაცვაში. ბევრ კალათბურთელს, დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში. მე მათი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ.“

ზუროსმა ავსტრიასთან და გერმანიასთან მოახლოვებულ შეხვედრებზეც ისაუბრა

„თებერვალში ორი პრინციპული მატჩი გველოდება, ჯერ ავსტრიასთან სტუმრად, ხოლო შემდეგ საშინაო დაპირისპირება გერმანიასთან. მთავარია კალათბურთელებმა პროგრესირება განაგრძონ და დაშვებული შეცდომები სწორედ გავაანალიზოთ.“

როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ განაცხადა, ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროლიგის კლუბებთან ეროვნულ გუნდში მოთამაშეების გამოშვებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, საქართველოს ნაკრებს, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელიაც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 23 თებერვალს ავსტრიას სტუმრად შეხვდება, ხოლო ორ დღეში თბილისის სპორტის სასახლეში, გერმანიას უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები