LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაიდება თუ არა ზიკას ვირუსის გამო ოლიმპიური თამაშები

99

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზიკას ვირუსის გავრცელების მიზეზით რიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების ან გადადების მოთხოვნაზე უარი განაცხადა. BBC-ს ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ვერ ხედავს.

საერთაშორისო მეცნიერებმა და ექიმებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წერილით მიმართეს და ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო ოლიმპიური თამაშების აკრძალვა მოითხოვეს. თამაშების სანახავად ბრაზილიაში ტურისტების დიდ ნაკადს ელიან. ექიმები მიიჩნევენ, რომ ტურისტები შესაძლოა ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები გახდნენ და დაავადება ისეთ ქვეყნებში ჩაიტანონ, სადაც ზიკას ვირუსი ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი მეცნიერების მოსაზრებას არ იზიარებს, შესაბამისად ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშები მიმდინარე წლის 5-დან 21 აგვისტომდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები