LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადამხდელებს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს აცნობენ

101

ფინანსთა სამინისტროში, დღეს საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მესამე შეხვედრა ტარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ღია ლექციაზე 237 ადამიანია დარეგისტრირებული.

„ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, კიდევ ერთ დღეს – 28 ივლისს, 18:30 საათზე გაიმართება. ღია კარის დღეებზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროში ორი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ჯამში, 300-ზე მეტი მსურველი დაესწრო. გადამხდელების ინფორმირების მიზნით ღია კარის დღეების გამართვა ეფექტური მექანიზმია, რადგან ის საშუალებას იძლევა ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელებულია, სწორად იქნას მიტანილი გადასახადის გადამხდელამდე“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები