LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასაღები მოედნიდან დაწყებული სიყვარულის 50-წლიანი ისტორია

234

წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაზე ცნობილმა იტალიურმა წყვილმა – ადრიანო ჩელენტანომ და კლაუდია მორიმ წელს ქორწინების 50 წელი აღნიშნეს. ჩელენტანოსა და მორის სიყვარულის ისტორია ფილმის გადაღებებზე დაიწყო და მალე ნამდვილ მელოდრამას დაემსგავსა. 50 წლის შემდეგ წყვილს ისევ სიგიჟემდე უყვარს ერთმანეთი და ისევ ბედნიერია.

1963 წელს, ფილმის „ერთი უცნაური კაცი“ გადაღებებზე, ადრიანო სულ უშედეგოდ ცდილობდა კლაუდიას ყურადღების მიქცევას. ახალგაზრდა ქალის გულგრილობით განაწყენებული მსახიობი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა, თუმცა, სიმპათია მაინც ვერ დაიმსახურა. საბოლოოდ, ყველაფერი შემთხვევამ გადაწყვიტა, როცა გადასაღებ მოედანზე კლაუდიას შემთხვევით პლაფონი გაუტყდა, ნამსხვრევებმა კი, ადრიანოს სახე დაუზიანა. შეწუხებულმა ქალმა ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა და სწორედ მაშინ შეუყვარდა მომავალი მეუღლე.

მართალია,  კლაუდიას ადრიანო ზედმეტად არასერიოზულ ადამიანად მიაჩნდა, მაგრამ აზრი შეიცვალა, როცა ჩელენტანომ, სიყვარული საკუთარ კონცერტზე, სასიყვარულო ბალადის შესრულების შემდეგ აუხსნა. ოფიციალურად ქორწინება წყვილმა ღამის სამ საათზე გააფორმა, რათა თავი დაეცვა ზედმეტად ცნობისმოყვარე პაპარაცებისგან.

ოჯახის შექმნის შემდეგ, კლაუდიამ უარი თქვა კინოკარიერაზე და მთელი დრო მეუღლესა და შვილებზე ზრუნვას დაუთმო, მოგვიანებით კი, ადრიანოს ადმინისტრატორისა და იმიჯმეიკერის მოვალეობები შეითავსა. სწორედ მას უნდა უმადლოდეს ჩელენტანო საკუთარ წარმატებას როგორც სცენაზე, ისე ეკრანზე.

წყვილმა მრავალი სირთულე დაძლია. ადრიანომ ვერ შეძლო ერთგულების შენარჩუნება, მისი რომანი ორნელა მუტისთან კი, ნამდვილ სკანდალად იქცა. თუმცა, კლაუდიამ მაინც აპატია და მეუღლეს ოჯახში დაბრუნების უფლება მისცა. კითხვაზე როგორ ახერხებს წლების მანძილზე მეუღლის სიყვარულს, კლაუდია პასუხობს, რომ არასდროს შეხვედრია ასეთ საინტერესო ადამიანს.

ჩელენტანო და მორი მილანთან ახლოს, პატარა სახლში ცხოვრობენ, მაქსიმალურად გაურბიან ხმაურიან წვეულებებს და მხოლოდ ერთმანეთის საზოგადოებით ტკბებიან.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები