LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილება რიგ საკითხებში იქნება განსხვავებული ინიცირებული კანონპროექტისგან – კობახიძე ნარკოპოლიტკაზე

90

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ პასუხობს შეკითხვას, შეეხება თუ არა დეკრიმინალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკს. ირაკლი კობახიძეს ნარკომომხმარებლებთან სახელმწიფოს მიდგომისა და იმ კანონპროექტის შესახებ კითხეს, რომელიც უკვე პარლამენტშია და სრულ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ საბოლოოდ მიღებული გადაწყეტილება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს, “იქნება მთელ რიგ საკითხებში განსხვავებული ინიცირებული კანონპროექტისგან.”

“განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნარკოპოლიტიკასთან. გვქონდა მოცემულობა, როცა დაახლოვდა პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კონკრეტიკისგან დღეს თავი უნდა შევიკავოთ იმის გამო, რომ ვფიქრობთ, დაკონკრეტება საკითხების ხელს შეუშლის მომავალში კიდევ უფრო მეტად ამ პოზიციების დაახლოებას.

პრინციპები რჩება იგივე. ეს არის, რომ ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს გამოვლენილი მომხმარებელთა მიმართ, რაც შეეხება ნარკოტიკების რეალიზაციას, ამ კუთხით, მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული და ზოგადად, მიდგომაა ის, რომ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია იმ საკითხების, რომელიც არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებასთან და გასაღებასთან.

იყო და რჩება განსხვავებული მოსაზრებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ საბოლო ჯამში მოხერხდება პოზიციების მთლიანად დაახლოება. არ არის გამორიცხული ისიც, რომ კენჭისყრა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში, როდესაც უმრავლესობის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა, იმედს გამოვთქვამ, რომ მაქსიმალურად დაახლოვდება პოზიციები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კანონპროექტში იქნება,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.