LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილია: გაზი გაძვირდება

73

გადაწყვეტილება მიღებულია – ზაფხულში გაზი გაძვირდება. ამის შესახებ სპეციალისტები დღევანდელ „რეზონანსს“ ესაუბრებიან. ცივი ამინდების გადავლის შემდეგ გაზის გაძვირებაზე მუშაობა დაიწყება და ზაფხულში ტარიფი მოიმატებს. ცვლილებები რომ იგეგემება ამას არ მალავენ სემეკშიც. მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონია აღმიშნავს, რომ სატარიფო ცვლილებებისთვის შეგნებულად შეირჩა ზაფხულის პერიოდი, რათა მომხმარებლისთვის გაზის გაძვირება არ იყოს მტკივნეული.

დღევანდელი „რეზონანსი“ კვლავ წერს ენგურჰესის გაჩერებასა და აფხაზეთში ელექტროენერგიის მხრივ შექმნილ პრობლემებზე. დღევანდელი სტატიიდან კი შეიტყობთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია: აფხაზებს დენს ჩვენ მივაწვდით და ეს ბიუჯეტს 8 მილიონი ლარი დაუჯდება. ენგურჰესის გაჩერების გამო ოკუპირებულ აფხაზებს რუსეთი ელექტროენერგიის 60%-ს, საქართველოს კი 40%-ს მიაწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები