LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადმოუვარდა თუ არა “სითი პარკს” მანქანა ევაკუატორიდან?

125

რა მოხდა რეალურად აბაშიძის ქუჩაზე?

 

“სითი პარკს” თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ევაკუატორიდან მანქანა გადმოუვარდა” – ასეთი სათაურით ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ფორტუნამ” ინფორმაცია კომპანიაში გადაამოწმა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილზე არა “სითი პარკის” არამედ, შსს–ს ევაკუატორი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი “ფორტუნას” განუცხადეს, რომ სოციალურ ქსლეში ტყუილის ტირაჟირებას ახდენენ. უწყებაში ავტომობილის ევაკუატორიდან გადმოვარდნის ფაქტი უარყვეს და განმარტეს, რომ რეალურად ფოტო ამობრუნებული ავტომობილის გადაყვანის დროსაა გადაღებული.

“ევაკუატორიდან მანქანა არ გადმოვარდნილა. იყო ავარია და ჩვენმა ევაკუატორმა შეჯახების დროს გადმობრუნებული ავტომობილი გადაიყვანა. სამწუხაროდ, ტყუილის ტირაჟირება ხდება”, – განაცხადეს “ფორტუნასთან” შსს–ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები