LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირდება თუ არა “ყვითელი მარშუტკით” მგზავრობა

373

ლარის გაუფასურებისა და საწვავის ფასის მკვეთრი მატების პარალელურად საზოგადოებაში ტრანსპორტის გაძვირების მოლოდინი გაჩნდა. ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლთა ნაწილი პირად საუბრებში მგზავრობის საფასურის 80 თეთრიდან  ერთ ლარამდე მატებას პროგნოზირებს.

„გაძვირებულია საწვავი, ლარის გაუფასურების გამო გაძვირებულია ავტონაწილებიც, კომპანია არ გვიმცირებს დღიურ გეგმას, სხვა გზა არ რჩება, ასე მუშაობა უბრალოდ აზრს კარგავს“, – აცხადებენ მძღოლები.

„მგზავრობის საფასური არ გაიზრდება“ – როგორც „ფორტუნას“ “თბილისის მიკროავტობუსის” პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრობის საფასურის მატებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

„მგზავრობის საფასურის გაზრდა არ მოხდება, ამაზე არც საუბარი ყოფილა და არც სამომავლოდ იგეგმება რაიმე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მგზავრობა შეიძლება გაძვირდეს, არის ტყუილი”, – განაცხადეს „თბილისის მიკროავტობუსში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები