LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

39

30-დღიანი ზავი სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის- გაერომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო. საბჭოს წევრმა 15-ვე ქვეყანამ სირიის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი. 30 დღიანი ზავის პერიოდში რეგიონებიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უნდა განხორციელდეს, თუმცა, დოკუმენტის თანახმად,  შეთანხმება არ გავრცელდება “ისლამური სახელმწიფოს”, ფრონტ ან-ნუსრასა და “ალ ქაიდას ” რადიკალურ დაჯგუფებებზე. დამკვირვებლების ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ გუთაშიავიაიერიშები უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგაც მიიტანეს. ერთკვირიან დაბომბვებს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონში, ბოლო მონაცემებით, 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები