LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს გენერალური მდივანი, სავარაუდოდ, ანტონიო გუტიერეში გახდება

54

პორტუგალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ანტონიო გუტიერეში, მზად არის, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავოს – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ავრცელებენ.

პირველი კენჭისყრა მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად დღეს გაიმართა. გაეროს უშიშროების საბჭოს 13–მა წევრმა მხარი დაუჭირა, 2–მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა.

მეორე კენჭისყრა, ხუთშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში შედგება. გუტიერეში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მომდევნო ერთი წლის მანძილზე კი ის, სავარაუდოდ, პან გი მუნს ჩაანაცვლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები