LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ქართველი გახდა

110

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს.

პოლოლიკაშვილი თანამდებობას 2021 წლამდე დაიკავებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე.

პოლოლიკაშვილს გიორგი გახარია გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. მისი თქმით, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე მუშაობისას ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის, ისე საქართველოსთვის.

სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმომადგენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა,  რომ მსოფლიო მნიშვნელობის ამ საერთაშორისო ორგანიზაციას წარუძღვეს. ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს.  

აღნიშნული წარმატება  დიდ ზეგავლენას იქონიებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებასა  და ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე.

ეს არის საერთო გამარჯვება – საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს გარდა ბრაზილიის, კოლუმბიის, კორეისა და ზიმბაბვეს კანდიდატები მონაწილეობდნენ. ამ პირობებში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და იმაზე მეტყველებს, რომ  საერთაშორისო ტურიზმის სფეროში საქართველო ერთ-ერთ საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულალურები