LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს უშიშროების საბჭომ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

114

გაეროს უშიშროების საბჭომ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. ტრამპის გადაწყვეტილებას  საბჭოს 14 წევრიდან არცერთი არ დაეთანხმა. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს  ვეტოს უფლება აქვს, გაეროს სხდომაზე რეზოლუცია ან ერთობლივი განცხადება არ მიუღიათ. გაეროში ეგვიპტის წარმომადგენელმა ამ გადაწყვეტილებას „საშიში პრეცედენტი“ უწოდა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლითაც ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

„იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გაეროს რეზოლუციებს არ შეესაბამება და რეგიონში მშვიდობის დამყარებას ხელს არ შეუწყობს,“- განაცხადეს ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა.

6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები