LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაეთრიე” – ელტონ ჯონი ფანებმა განარისხეს [ვიდეო]

91

ელტონ ჯონს ფანებთან ახლოს ყოფნის არასდროს ეშინოდა. ლეგენდარული მომღერალი ხშირად იწვევდა მათ სცენაზე და ფანების გარემოცვაში ასრულებდა სიმღერებს. შაბათს კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა ამ რეჟიმში, ელტონ ჯონმა, ფანები როიალთან მიიწვია. თუმცა, ერთ-ერთი მათგანის ქცევამ მისი გაღიზიანება გამოიწვია.

მამაკაცი ელტონ ჯონს და მისი როიალს ეხებოდა და სურათებს იღებდა.

“გაეთრიე” – უთხრა მან ფანს და სცენა შუა შესრულებისას დატოვა.

ფანები საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ, მამაკაცი, რომელმაც მომღერალი გააღიაზიანა კი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.

“აღარ იქნება სცენაზე ამოსვლა. საკმარისია!”- თქვა ელტონ ჯონმა სცენაზე დაბრუნების შემდეგ და ლეგენდარული “მეფე ლომის” საუნდტრეკი “ცხოვრების წრე” შეასრულა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=52&v=10183nMQLt0

მოგვიანებით ელტონ ჯონმა განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ ფანმა, რომელმაც მისი გაღიზიანება გამოიწვია, კონცერტისა და ხალხის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

“კლავიშებს ეხებოდა, ვთხოვე გაჩერებულიყო, თუმცა უშედეგოდ. მან გააგრძელა ხელის შეშლა და სურათების გადაღებაც დაიწყო. ამან მთელი პერფორმანსი ჩაშალა.

ფანების სცენაზე აყვანა, ყოველთვის კონცერტის საუკეთესო ნაწილია. ძალიან კარგი შეგრძნებაა მათი სცენაზე ყოფნა, როდესაც მე ვუკრავ. ისინი ყოველთვის ზრდილობიანები არიან, მაგრამ ის ბიჭი ძალიან უხეში იყო. უპატივცემულობა გამოიჩინა ყველას მიმართ. ამიტომ დავტოვე სცენა მანამდე, სანამ მას გაიყვანდნენ”, – განაცხადა მომღერალმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები