LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფიცვის დროა: ხვანგე ბიჭებს ხელფასს არ აძლევს

96

ზიმბაბვეს ერთ-ერთი კლუბის ფეხბურთელებს ხელფასი ორი წელია არ აუღიათ.
გაფიცვის დროა.
”ხვანგეს” ფეხბურთელებმა ხმის ამოღება და გაფიცვა ახლაღა გაბედეს. პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, კლუბს ზოგიერთი მოთამაშისადმი ორი წლის ჯამაგირი მართებს.

2015 წელს ფეხბურთელებმა 500 დოლარი მიიღეს, თუმცა ყველაზე მინიმალური კონტრაქტი 3600 დოლარს უდრის წლიურად.

2016 წელს მოთამაშეებმა 200 დოლარი აიღეს და კიდევ 250 დოლარი ბონუსების სახით.
კლუბმა 800-დან 1950 დოლარამდე უნდა გადაიხადოს შესაბამისად 2015 და 2016 წლებისთვის.

”ხვანგეს” ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს დაემუქრა, რომ თუ ვალებზე ინფორმაცია გასკდებოდა, მათ სახლებიდან გაყრიდნენ, რადგან საცხოვრებელი კლუბს ეკუთვნის.

საშუალოდ მოთამაშეებმა ორი წლის განმავლობაში 950 დოლარი მიიღეს ნაცვლად 10 ათასისა.

”ხვანგეს” ზიმბაბვეს თასი სამჯერ აქვს მოგებული (1970, 1973, 1991).

ქვეყნის ჩემპიონატში ”ხვანგე” მერვე ადგილზე გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები