LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგიკვირდებათ და რონალდო პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

306

ლისაბონში პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული საფეხბურთო პრემიის Quinas de Oro-ს გადაცემის ყოველწლიური ცერემონია გაიმართა. 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მიიღო.

პორტუგალიის წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი “მონაკოს” დამრიგებელ ლეონარდო ჟარდიმს გადაეცა.

კრიშტიანო ცერემონიას თავის თითქმის ცოლთან ჯორჯინია როდრიგესთან ერთად სტუმრობდა, რომელმაც სუპერვარსკვლავს გასულ ნოემბერს გოგონა გაუჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები