LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაი რიჩი მადონას შვილების აღზრდის მეთოდებს უწუნებს

637

47 წლის რეჟისორი გაი რიჩი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი ცოლის, მადონას შვილების აღზრდის მეთოდები სასტიკია.
„რიჩის სურს დარწმუნდეს, რომ მისი და მადონას საერთო შვილის, 15 წლის როკოს აღზრდა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს. რეჟისორი ფიქრობს, რომ მადონას მიერ შემუშავებული აღზრის მკაცრი მეთოდები აბსოლუტურად არაპროდუქტიულია. გაი ძალიან ბევრს ფიქრობს როკოს კეთილდღეობისთვის,“- ამბობს რეჟისორთან დაახლოებული წყარო.
იგი ასევე აცხადებს, რომ როკო დედასთან აშშ-ში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ამასთან, მოზარდი სკოლაში სასწავლო პროცესსაც აცდენს. როკო ამბობს, რომ მისი სკოლა აშშ-ში ზედმეტად ელიტარულია მისთვის და მუდმივად ენატრება ლონდონელი მეგობრები.

მადონას გადაწყვეტილებით, მისი ტურის Rebel Heart-ის ფარგლებში 2 თვის განმავლობაში შვილი მასთან ერთად მოგზაურობდა. ამის შემდეგ კი როკო მამასთან გაემგზავრა, ინგლისში და უარი განაცხადა აშშ-ში დაბრუნებაზე. ამბობს, რომ მამასთან და მის ახლადშექმნილ ოჯახთან თავს ბევრად კარგად გრძნობს, ვიდრე აშშ-ში მადონასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები